Sesilis POV:
გამარჯობა, მე სესილი დადიანი ვარ,26 წლის.
პროფესიით ფოტომოდელი, ამიტომ ხშირად წააწყდებით ჩემს ფოტოსურათებს სხვადასხვა კომპანიების პლაკატებსა თუ ჟურნალების გარეკანზე.
იმასაც გეტყვით, რომ 5 ენას ვფლობ ქართულის ჩათვლით, თანაც უმაღლეს დონეზე.ესენია ინგლისური, ესპანური, არაბული და კორეული.
სამწუხაროდ მხოლოდ სამი ახლობელი მყავს, მაგრამ ისინი ყველას და ყველაფერს მირჩევნია, რადგან მათ გარდა არავინ მყავს.
ესენი ჩემი მამიდაშვილი მარიამი, და ანი და გადარეული დაქალი ნინი არიან.
შეიძლება დაგებადოთ კითხვა,თუ სად არიან დანარჩენი ოჯახის წევრები ან ახლობლები; გეტყვით...დედაჩემი და მამაჩემი რომ დაქორწინდნენ მხოლოდ 20 წლისები იყვნენ. რადგანაც მათი მშობლები ერთმანეთთან ყოფნაში ხელს უშლიდნენ, გაიპარნენ და მამაჩემის შეგროვებული ფულით იქორწინეს. ეს რომ ჩემმა ეგრედწოდებულმა,,ბებია-ბაბუებმა" გაიგეს მათთან კონტაქტი გაწყვიტეს. ამიტომ ჩემს მშობლებს მოუწიათ აღვეზარდე ჯერ მე და 4 წლის შემდეგ ანიც თავიანთი ხელებით, მარტოებს, ყველანაირი დახმარების გარეშე, თავიანთ შექმნილ გარემოში, თანაც უზრუნველად და უდარდელად.
მოკლედ ისინი საუკეთესო მშობლები იყვნენ. ალბათ გაინტერესებთ რატომ იყვნენ და რატომ არ არიან. ამასაც გეტყვით, როცა ჩვიდმეტი წლის ვიყავი ჩემს მშობლებს მოუწიათ ესპანეთში ემიგრანტად წასვლა ჩემს დასთან ერთად, რადგან აქ ისეთი პირობები დადგა, რომ ვეღარ შეძლებდენენ იმდენი თანხის გამომუშავებას, რომ უნივერსიტეტში მოვწყობილიყავი.
ჩემს დაბადების დღეზე, როდესაც სრულწლოვანი გავხდი მაშინ ჩემი მშობლები, და, ნანა(მამიდა) და მარიამი(მამიდაშვილი,19 წლის იყო იმ დროს) ჩასხდნენ თვითმფრინავში და გამოფრინდნენ საქართველო-ესპანეთის პირველივე რეისზე. ეს დღე ჩემს ცხოვრებაში
ყველაზე საშინელი იყო, რადგან ავიაკატასტოფის გამო დავკარგე მშობლები და მამიდა... მადლობა ღმერთს,რომ ჩემი და და მარიამი მაინც გადარჩნენ, თორემ მეც არ ვიცოცხლებდი თავს. მოკლედ ამ დღის შემდეგ მეზიზღება ჩემი დაბადების დღე.
ისე რომ გითხრათ ნინი კორეაში ცხოვრობს და კორეულის მასწავლებლად მუშაობს, ანუ რომ არ დაგაბნიოთ, ქართველებს ასწავლის კორეულს.ხოდა რას ვამბობდი, 1 კვირაში უნდა კორეაში წავიდე და თან მომყვებიან მარიამი და ანიც, რადგან იციან რომ ძალიან მეშინია თვითმფრინავების და სიმაღლის, იმ კატასტროფის შემდეგ განსაკუთრებით.ალბათ უკვე მიხვდით, რომ ლაპარაკი ძალიან მიყვარს, რადგან 8 საათზე გაღვიძებულმა 10 საათი ისე გახდა ვერც გავიგე😆🤭
მოკლედ, როგორც იქნა ავდექი და ჩავიცვი
გამოვედი ოთახიდან და სამზარეულოსკენ დავიწყე სვლა.სამზარეულოში შესულს მარიამი დამხვდა, რომელიც უგემრიელეს საუზმეს აკეთებდა.
მივედი და უკნიდან მივახტიმარო(მოფერებით იყოს):-ნორმალური ხარ ახლა გოგო შენ?! კინაღამ გულის შეტევა მივიღე!! ჩამოდი ძირს სასწრაფოდ!!
მე:-უმეეე, უჟმუროო!! ხუმრობა არ იცი რაა!!-ვუთხარი და ვითომ გავიბუტე გულხელდაკრეფილი დავუწყე ყურება.
მარო:-კარგი ხოო, მოდი ჩემო ბუტია,-მითხრა და ჩასახუტებლად ხელები გამომიშალა
მეც არ დავაყოვნე და გახარებული მივაფრინდი რასაც ქვია🤭
მარო:-წადი ანი აგდე და ჩამოდი, თორემ ორივე მშივრები დარჩებით.
ლოყაზე ხმაურიანად ვაკოცე და ანის ოთახისკენ დავიწყე სვლა.
ოთახში დაუკაკუნებლად შევიჭერი და რას ვხედავ, ეს ქალბატონი ხალიჩაზეა გაწოლილი.
მაშინვე ისეთი სიცილი ამიტყდა, რომ ხალიჩიდან დამფრთხალი წამოვარდა და კარადას შეასკდა,
ამაზე კი უარესი სიცილი ამივარდა.
ანი გამწარებული იდგა და მიყურებდა, შემდეგ კი მომახალა
ანი:-აუუუ, ესეთი იდიოტი რატო ხარ?! ისედაც ძლივს ჩამეძინა იმის ფიქრში, რომ 1 კვირაში ჩემს მყუდრო ოთახს მოვცილდები.
მე:-კარგი ხოო, მიდი ეხლა ჩაიცვი და ჩამო, თორემ გადაჭამა იმ დევმა ყველაფერი,-ვუთხარი და ოთახი დავტოვე.
_________________________________აბა, როგორია?!
მეორე თავს ხვალ დავდებ😈💜
YOU ARE READING
გამარჯობა პატარავ 😈
Dragoste,,ოცნებები ხდება", ესაა ფრაზა, რომლის დამსახურებით სესილი დადიანი, ყველაფერს მიაღწევს ცხოვრებაში რაც კი სურს. ერთადერთი რამ, რაზე ფიქრიც კი არ გამოსდის ეს სიყვარულია, მაგრამ რა მოხდება მაშინ, როდესაც ის თავის ცხოვრების მეგზურს სრულიად შემთხვევით შეხ...