_შენ რა, მართლა ურჩხული გგონივარ?! _ გაბრაზებულმა დამხედა. _ ის მხოლოდ ბავშვია!
ეს არც ლიამს და არც მამაჩემს არ აჩერებდათ, იანს ყოველთვის სჯიდნენ და თავის საქციელზე პასუხს სთხოვდნენ... ყოველ დღე, უფრო და უფრო ვრწმუნდები, რომ ნიკოლაი სხვებს არ ჰგავს, თუმცა არც მათზე ნაკლებად ნაბიჭვარი არ არის.
_ეი, იან. _ იანის სიმაღლეზე ჩაიცუცქა ნიკოლაი. _ რამდენი წლის ხარ?
_უკვე დიდი ვარ, შვიდი წლის ვარ! _ წელში გასწორებულმა უპასუხა იანმა.
_ოჰ, მართალია, უკვე კაცი ხარ. _ ჩაიცინა ნიკოლაიმ. _ მოდი, ახლა ბილი შენს ოთახს გაჩვენებს. გაყევი, თუ არ მოგეწონება სხვა ოთახს გაჩვენებთ, კარგი? მე მანამდე შენს დას დაველაპარაკები.
_ხელი არ დააკარო! _ ჩემს წინ დადგა იანი.
ჯანდაბა, ეს ბავშვი სიმაღლეში ასე როგორ გაიზარდა? ლამის მკერდამდე მწვდება, არადა მე 1.70 ვარ.
_გგონია შენს დას დავარტყამ? _ შუბლი შეკრა ნიკოლაიმ. _ მისთვის არასოდეს დამირტყამს.
_დედა, მამა, ლიამი, ყველანი მას ურტყამდნენ. ვიცი, რომ შენც ასე ექცევი! _ პასუხობს იანი.
_ვინ გითხრა ეს? _ გაბრაზებულმა ჰკითხა ნიკოლაიმ.
_მამა ამბობდა, რომ კეიტი თავისი საქციელების გამო, ყოველ დღე დაიმსახურებდა შენგან ცემას.
_გასაგებია. _ ღრმად ჩაისუნთქა ნიკოლაიმ. _ მე ამას არ ვაკეთებ, თავადვე ნახავ, სანამ აქ იქნები.
_თუ შეეხები, მოგკლავ! _ მტკიცედ ეუბნება იანი.
_ასე იყოს. _ უღიმის ნიკოლაი, თმაში ხელს უცურებს და ბილს ანიშნებს ბავშვი წაიყვანოს.
ნორმალური შვიდი წლის ბავშვები, ასე არ საუბრობენ, მაგრამ იანი ნორმალური ბავშვი არასოდეს ყოფილა. სამი წლიდან მამამ მისი კაცად ჩამოყალიბება დაიწყო, უკრძალავდა თამაშს, არასერიოზულად მოქცევას და დედასთან ძილს.
YOU ARE READING
...the cage... (დასრულებული)
Romance🔞 ⚠️-ძალადობა❗ ⚠️-ინცესტი❗ ⚠️-წამება❗ სახლი, ტკბილი სახლი, რომელიც სხვებისთვის უსაფრთხო და თბილ კერას წარმოადგენს, ჩემთვის გალიაა. გალია, რომელსაც თავს ვერასოდეს დააღწევ. ცოფიანი ცხოველივით ვხდები, რომელიც რკინის გალიის გისოსების გაღრღნას ცდილობ...