სექტემბერია, ისევ თბილი ამინდებია, თითქოს განწყობას მეტად ამაღლებს. ორი კვირის წინ მომხდარი უკვე გადავხარშე, გავაანალიზე, რომ მე ადამიანი კი არა, მოსნტრი მოვკალი, რომელიც ყველას საფრთხეს უქმნიდა...
ნიკოლაისთან სასაუბროდ ვერ მოვიცალე, ამ დროის მანძილზე, ნიკო გიჟივით დადიოდა და იმ კაცს ეძებდა, ვინც თავს გვესხმოდა.
რთული პერიოდი იყო ყველასათვის, განსაკუთრებით კი ნიკოლაისთვის. სახლში ღამით მოდიოდა, ევას და მე მოგვეფერებოდა და იძინებდა.
ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ შეიძლებოდა ნიკოლაი ასეთი ყოფილიყო. პირველი დანახვის წამიდან, მეგონა ის იქნებოდა ადამიანი, რომელიც ახალ "გალიაში" გამომკეტავდა, მაგრამ მან გამათავისუფლა...
ის თავისუფლება მომცა, რომელიც არასოდეს მქონია, მან მაჩვენა, როგორ მესუნთქა თავისუფლად და გრძნობა დამეუფლა, რომ მთელი ცხოვრების მანძილზე, სუნთქვაც კი არ შემეძლო, სანამ ნიკოს შეხვხვდებოდი...
როდესაც პირველად შევხვდი, როდესაც ახალ დაქორწინებულები ვიყავით, რომ ეთქვათ, რომ ნიკოლაი ასეთი იქნებოდა, გულიანად ვიცინებდი, მაგრამ...
ახლა შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ნიკოლაი საუკეთესო ქმარი და მამაა. ვიცი, რომ ის არასოდეს მისცემს უფლებას არავის, რომ მისი ქალიშვილი დააზიანოს, ვიცი, რომ დაიცავს...
ნიკოლაის მსგავსი მამა ან ძმა რომ მყოლოდა, ჩემი ცხოვრება ნაგავი არ იქნებოდა, მე არ დავიტანჯებოდი. მაგრამ ის ჩემი ქამარია, მთავარი ესაა.
ბეჭედი... გამუდმებით იმ ბეჭედზე ვფიქრობდი, რომელიც იმ კაცზე დავინახე. ნიკოლაის ამის შესახებ ვესაუბრე, თუმცა ბეჭედი ვერ აღვწერე... ალბათ სტრესის გამო არ შემეძლო კონცენტრირება...
ევას დავხედე, მშვიდად ეძინა, რა თქმა უნდა, ჩვენს ოთახში. ძალიან პატარა იყო და არ მინდოდა გვერდით ოთახში დაეძინა, თუნდაც კამერები და მოსასმენი დამეყენებინა. ამას არც ნიკოლაი დასთანხმდებოდა, ღამით ევა როგორც კი წამოიტირებდა, მაშინვე საწოლიდან ხტებოდა, მიუხედავად იმისა, რომ თავადაც უძილო და დაღლილი იყო.
YOU ARE READING
...the cage... (დასრულებული)
Romance🔞 ⚠️-ძალადობა❗ ⚠️-ინცესტი❗ ⚠️-წამება❗ სახლი, ტკბილი სახლი, რომელიც სხვებისთვის უსაფრთხო და თბილ კერას წარმოადგენს, ჩემთვის გალიაა. გალია, რომელსაც თავს ვერასოდეს დააღწევ. ცოფიანი ცხოველივით ვხდები, რომელიც რკინის გალიის გისოსების გაღრღნას ცდილობ...