...¹⁵...

641 77 144
                                    

   დილით გაოფლილმა გავიღვიძე, შეშინებული ვიყურებოდი გარეშემო, მაგრამ როდესაც ნიკოლაის სიახლოვე ვიგრძენი, მაშინვე შევამოწმე სუნთქავდა თუ არა... 

სამყაროს ჩემთვის კარგი არასოდეს გაუმეტებია, არც სიზმრებს იმეტებდა, რადგან ნიკოლაის სიკვდილს მაჩევენებდა... 

ისევ მის ზემოთ ვიყავი მოქცეული, ერთი ხელი ჩემს ბარძაყზე ჰქონდა დადებული, მეორე კი თავზე. სხეული მომიდუნდა, დავმშვიდდი. 

_როგორც იქნა გაიღვიძე. _ თვალებ დახუჭულმა ამოიჩურჩულა. 

_დიდი ხანია გღვიძავს? 

_ისე ხვანცალებდი ძილში, არც მე დამაძინე და არც ჩემი მეგობარი. _ ჩაეღიმა. 

_ვინ შენი მეგობ... _ თვალები გამიფართოვდა და გვერდით გადავხტი. _ რომელი საათია? 

_ათის ნახევარია. _ უდარდელად მიპასუხა. 

_არა, ოჰ არა! შვიდზე უნდა ავმდგარიყავი, მამა მომკლავს, მე... საქმეები უნდა მომესწრო...

_კეიტ, დამშვიდდი! _ სახეზე მომკიდა ხელები. _ მშვიდად. არავინ არავის არ მოკლავს, თუ მეისონს არ ჩავთვლით. 

_არა, შენ არ გესმის... დამსჯიან! 

_კეიტ, ვერავინ დაგსჯის! ვინც მოგიახლოვდება, ხერხემალს გამოვაცლი! და იცი შემდეგ რა მოხდება? 

_რა მოხდება? 

_თავისივე ხერხემალს, ტრაკში გავტენი! 

გამეცინა, დარწმუნებული ვიყავი, რომ ამას პირდაპირი მნიშვნელობით ამბობდა და გააკეთებდა კიდეც. 

ფეხზე წამოვდექი, სააბაზანოში გავიქეცი და გამოვიცვალე. როდესაც უკან გამოვედი, ნიკოლაი უკვე ჩაცმული იყო და მელოდებოდა, ჩემგან ზურგით იჯდა... 

_მარწყვო, ეს შენი დღიურია? 

_რა?! _ წამოვიყვირე და მივვარდი. მართლაც ჩემი დღიური ეჭირა და პირველ გვერდს კითხულობდა. _ მომეცი ნიკოლაი. მომეცი! არ წაიკითხო! მომეცი! _ ყვირილი დავიწყე. _ მომეცი! დამიბრუნე! 

...the cage... (დასრულებული)Where stories live. Discover now