თავი 23

36 4 1
                                    

*მირა*

5 თებერვალი ყოველთვის მეზიზღებოდა

რატომ?

3 წლის უკან, ზუსტად ამ დღეს ჩემი ცხოვრების იმედი და კარგი მეგობარი - მამა დავკარგე.

მახსოვს როგორ კარგად ლაპარაკობდა ჯონგუკზე, როგორ უყვარდა ის და უდიდეს პატივს სცემდა მას

მამა ჩემი ყველაფერი იყო

იმ დღეს ჩემი ჩემი ბავშვობა, ჩემი კარგი მეგობარი დავკარგე...

3 წლის შემდეგ, ნუთუ დღეს ეს კიდევ უნდა გამეორდეს?

ნუთუ დღესაც ვკარგავ ყველაფერს?

_

-უხ შენი დედაც, ლი!- ჯიჰუნმა ამოიღო იარაღი, თვითონაც კი ვერ გაიგო სად ისროლა, მოკიდა ხელი ლის და ოთახიდან სწრაფად გავიდა

ერთადერთი რაც ჯონგუკმა დაინახა, სისხლი იყო....

ჯიმინი და ჰობი ჯიჰუნს დასაჭერად გაეკიდნენ

მირას სახე ხელებით ქონდა დადაფრული, რადგან ხმამაღალი ხმების ძალიან ეშინოდა

ნელ-ნელა ხელები ჩამოწია და...

და დაინახა ჯონგუკი

სისხლიანი, ძირს ეგდო და ცოცხალ-მკვდარს გავდა

დიახ, ის მირას გადაეფარა და ჯიჰუნის ტყვია მას მოხვდა

მირა გაშეშებული იდგა

უნდოდა რომ ამ წამს მომკვდარიყო

მისთვის თითქოს ყველაფერი ერთდროულად გაჩერდა. მისი გული შეჩერდა, თვალები გაუფართოვდა, სუნთქვა გაუჭირდა.

მისი სახელის წამოძახება უნდოდა, მაგრამ სიტყვები თითქოს სიყრუეში იკარგებოდა. დრო გაჩერდა. არავინ არსებობდა, გარდა ჯონგუკისა

-ჯონ... ჯონგუკ... ჯონგუკ!- თითქმის ჩურჩულით თქვა მირამ

მირამ ჯონგუკს მიუახლოვდა, სახეზე ცხელი ცრემლები იგრძნო

-ჯონგუკ, სასაცილო არაა!- ტიროდა, და ვერ იჯერებდა რასაც ხედავდა

შევხვდებითWhere stories live. Discover now