ამ ღამესაც ისეთი პირი უჩანდა, რომ ძილს ვერ მიიკარებდა კესო. ბულვარში მომხდარი ამბავის გამო ისევ აფორიაქებული იყო, ოთახში კი ნერვიულად წინ და უკან დადიოდა.ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს მალე ჭკუიდან გადავიდოდა, მის შინაგან სამყაროში იკიდევ ისეთი არეულობა იყო, მხოლოდ ღმერყმა თუ იცის რა ხდებოდა.
ფიქრებში გაერთო და ისე დაადგა თავზე დილის 5 საათი ვერც კი გაიგო, მაგრამ როგორც ძილის მოყვარულმა, თავს ძალა დაატანა რომ ცოტა ხნით მაინც დაეძინა.
დილით დაახლოებით 10 საათი ხდებოდა რო გაიღვიძა. ოთახი მიალაგა და სანამ პიჟამოებს გამოიცვლიდა პირის დასაბანად გავიდა. აბაზანაში შესულს კი თვალები ისე გაუფართოვდა რამის შუბლზე აუვიდა.
სწრაფი ნაბიჯებით შეუარდა ოთახში მძინარე გაბრიელს და დაჰკივლა. (მაგრამ ეს უფრო ჩურჩულივით იყო)
— გაბრიელ! ვერ გადამირჩები! გაიღვიძე, გაიღვიძე ადექიი!- აჯანჯღარებდა კესო გაბრიელს მაგრამ უშედეგოდ.
გაბრიელმა კი კესოს ხელი მოხვია, ერთი ხელის მოძრაობით საწოლში ჩაიწვინა და ცალი თვალი გაახილა.
— რა გინდა კესო ამ დილაუთენია რაღა დავაშავე? ჯერ ჰომ არც გამიღვიძია?
— რა რა დააშავე სერიოზულად მეკითხები?- გაბრიელს მკლავებიდან დაუსხლტა, საწოლზე წამოჯდა და საჩვენებელი თითით ყელზე მიანიშნა.— ეს რა ჯანდაბაა? ამიხსენი. გიჟი ხარ გაბრიელ, გიჟი!- ამაზე კი გაბრიელმა მხოლოდ ჩაიცინა.— რა გაცინებს?! ეხლა რა ვუყო ამას? როგორ დავმალო?!
— საჭიროა რო დამალო?- ისევ თავისი ეშმაკური ღიმილი დაურთო გაბრიელმა.— ამ ნიშანით გაიგებენ რო უკვე დაკავებული და მისაკუთრებული ხარ.
— ვერ გიტან! შეშლილი ხარ გაბრიელ!
— ჰმ მართლა? ეგ არ ვიცი მაგრამ ჩემი ნაკვალევი გიხდება, ისე გამშვენებს, ვფიქრობ კიდევ ჰომ არ დავამატო-მეთქი.
YOU ARE READING
Addicted to you {დაუსრულებელი}
Любовные романыმეგობრებო იმ აქაუნთზე ვეღარ გადავედი😭 აქ დავდებ ხელახლა და გავაგრძელებ, ასე რომ იმედია ნახავთ😭❤️