ქერათმიანი ომეგა გარეთ იდგა და თავის მეგობარს ელოდებოდა. ის ჯერ კიდევ მის ნათქვამზე ფიქრობდა. რა მოხდება როდესაც ის საკუთარ ალფას იპოვის? იქნებ ის არ არის ისეთი როგორიც ჯიმინს სურს. ან შეიძლება მას საერთოდ არ ჰყავდეს ალფა. ბოლო ფიქრზე ჯიმინმა თავი გააქნია, თითქოს ასე ცდილობდა სულელური ფიქრების მოშორებას
"ჰეი, ჯიმინა,წამოდი. რაზე ფიქრობ?" ომეგა მოულოდნელმა ხმამ შეახტუნა
"არაფერზე, დაიკიდე. თეჰიონ, თმა მინდა, რომ შევიღებო! " ჯიმინმაც არ იცის თუ საიდან მოაფიქრდა მას ეს იდეა. მას მთელი ცხოვრებაა ქერა თმა აქვს და არ იცის თუ რამდენად მოუხტება სხვა ფერის თმა მას
"რა? არა! მე შენი ქერა თმა მომწონს. მე უფლებას არ მოგცემ შეიღებო. ან შენი მშობლები რას იტყვიან? " თეჰიონს ყოველთვის მოსწონდა ჯიმინის ქერა თმა. თითქოს ეს ფერი თვითონ ჯიმინისთვის არის შექმნილი
"ვარდისფერი უნდა ვცადო. თუ არ მომეწონება ისევ ქერად შევიღებავ. ჩემი მშობლები თანახმა არიან. ანდაც მე 20 წლის ვარ! ეს უკვე ჩემი გადასაწყვეტია! " ჯიმინს არ მოსწონდა, როდესაც მას ვინმე რამეს უბრძანებდა. უბრალოდ აღეზიანებდა ასეთი ქცევები
"კარგი, რაც გინდა ის ქენი. ამ საღამოდ რვაზე გამოგივლი და მზად იყავი" ომეგამ თავი დაუქნია და სახლში შევიდა. სახლში მხოლოდ თავისი ძმა დაინახა, რომელიც მდივანზე იჯდა და ტელეფონს მისჩერებოდა
"მოგესალმები ძამიკო. ასე გამალებით ვის წერ? შეყვარებული გყავს? ლამაზია? არ გამაცნობ? აჰ, თუმცა შენ უკვე დაბერდი, რა დროს შენი შეყვარებულია" ომეგას ყოველთვის უყვარდა ძმის გაწვალება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის უხასიათოდ იყო.
"ჯიმინ, მოკეტე. სხვათაშორის არც ისეთი ბებერი ვარ. უბრალოდ შენ ხარ ბავშვი! და არა, შეყვარებულს არ ვწერ. ჯეონების კომპანიასთან მაქვს შეხვედრა ხვალ " ჯიმინს საერთოდ არ აინტერესებდა კომპანიის საქმეები. ის უბრალოდ ცხოვრებით ტკბებოდა და ძმის წუწუნს ყოველთვის აიგნორებდა
YOU ARE READING
My Sweet CEO / JIKOOK
RomanceYou'll see everything in the fic★ omegaverse ★ omegajimin★ alphajungkook★ CEO jungkook★ STUDENT Jimin ★ jikook★