chapter 7

52 4 0
                                    


ჯიმინი სასტუმროს ოთახის აივანზე იდგა და მთელ ქალაქს გადაჰყურებდა. ჩამავალი მზე ქვემოთ თვალწარმტაც ქალაქს თბილ ნათებას აფრქვევდა. უეცრად მან წელზე თბილი და სასურველი ხელები იგრძნო

"არ მჯერა, რომ ეს ხდება," თქვა ჯიმინმა, მისი ხმა ნოტებივით ჩაესმა ჯონგუკს ყურში"არასდროს მეგონა, რომ ვიპოვნიდი ვინმეს, როგორიც შენ ხარ"

ჯონგუკმა გაიღიმა და უფრო ახლოს მიიკრა ომეგა "ყველაფერზე მეტად მიყვარხარ ამ სამყაროში, ჯიმინ. შენ ხარ ჩემი ყველაფერი"

ისინი ერთი წუთით ჩუმად იდგნენ, უბრალოდ ქალაქის ხედით ტკბებოდნენ. მზე უკვე მთლიანად ჩასულიყო , ორი სხეული კი გაუნძრევლად იდგა ერთმანეთის მკლავებში. ისეთი შეგრძნება იყო, თითქოს დრო გაჩერდა, თითქოს ისინი ერთადერთი ადამიანები იყვნენ მსოფლიოში.

"მოუთმენლად ველი შენთან ერთად მთელი ცხოვრების გატარებას"თქვა ბოლოს ჯონგუკმა და დაარღვია მათ შორის დამყარებული სიჩუმე.

ჯიმინმა თავი დაუქნია, ნაზი ღიმილი მოეფინა მთელს ტუჩებზე. "მეც ვერ ვითმენ"

ჯონგუკმა ომეგას ლოყაზე რბილად აკოცა "გპირდები, რომ სანამ ცოცხალი ვიქნები, შენს გარდა არავის შევიყვარებ"

ჯიმინმა არაფერი თქვა, უბრალოდ ტკბებოდა ალფას მკლავებში. ის თავს დაცულად გრძნობდა ჯონგუკთან.

"მიყვარხარ, ჯონგუკ" ჩაიჩურჩულა ჯიმინმა სიყვარულით სავსე ხმით. "მე ყოველთვის მეყვარები, რაც არ უნდა იყოს."

ჯონგუკმა ჯიმინი ტკბილ და ნაზ კოცნაში ჩაითრია " ცივი ხარ, ჯობს შიგნით შევიდეთ"

"არა, არ მინდა. შენ ხომ გამათბობ, არა? " თბილად იკითხა ომეგამ

"ჰეი, თუ არ შევალთ გაცივდები! შენს ალფას უნდა უსმინო" გაკიცხვა ჯონგუკმა ომეგა

"კარგი რა ლეკვო. როგორი მოსაწყენი ხარ" ღიმილით დაილაპარაკა ჯიმინმა და ალფას მოშორდა

My Sweet CEO / JIKOOK Where stories live. Discover now