ქერათმიანი ომეგა თეთრ სმოკინგში გამოწყობილი, სარეკსთან იდგა და საკუთარ თავს უყურებდა. ჯიმინი უკვე სამი თვის ორსულია და მუცელიც მეტად დაეტყო. ომეგა ყოველთვის წუწუნებს, რომ ის მსუქანია და ჯონგუკს აღარ უყვარს, ჯონგუკს კი უწევს მისი წუწუნის სმენა.
"აბა, რას შვება ჩემი მზეთუნახავი?" ოთახში მაღალი ალფა შემოვიდა და ომეგას მიუახლოვდა
"მე უკვე მზად ვარ. ცოტას შევჭამ და შეგვიძლია წავიდეთ" ღიმილით თქვა ომეგამ და ორცხობილების ასაღებად დაიძრა
"ჯანდაბა ჯიმინ, ცოტა ხანი მაინც მოიცადე. მერე წუწუნებ რომ მსუქანი ხარ" თქვა ალფამ და ორცხობილებით სავსე თეფში, ომეგასგან მოშორებით დადო
"ჯანდაბა, რა ჩემი ბრალია, ჩემ პატარა ომეგას სულ შია. " დაიწუწუნა ომეგამ
"რა იცი რომ ომეგაა? დარწმუნებული ვარ რომ ალფაა" თქვა ალფამ და მალევე მიიღო ომეგასგან ბალიში თავში
"ვგრძნობ, რომ ომეგაა, ასე რომ გირჩევ მოკეტო თეჰიონ " მეგობრების პატარა დიალოგი, ოთახში შემოსულმა შავგრემანმა ომეგამ დაარღვია
"ჯიმინ, პატარავ. რა ლამაზი ხარ" თქვა მან და ჯიმინისკენ ჩასახუტებლად დაიძრა "ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ოდესმე ჩემი ლამაზი ომეგა ჩემთან აღარ იქნებოდა"
"დედა, შენ რა ტირიხარ? " კითხა ჯიმინმა და დედამის მთელი ძალით ჩაეხუტა
"მე უბრალოდ ვერ ვიჯერებ, რომ ჩემი პატარა ომეგა გაიზარდა" დედა-შვილის დიალოგი კი, ოთახში შემოსულმა ალფამ დაარღვია
"ჰარინ, ძვირფასო. რას აკეთებთ? ყველა თქვენ გელოდებათ" თქვა მან და ახლა მის წინ მდგარი ომეგასკენ დაიძრა "ჩემი პატარა ომეგა, როგორც ყოველთვის ლამაზად გამოიყურება. იმედი მაქვს ბედნიერი იქნები"
***
ალფა საკურთხეველთან იდგა და თავის უმშვენიერეს ომეგას ელოდა. მის სახეზე კარგად შეინიშნებოდა ნერვიულობა, რაც მის მეგობრებს და ოჯახს არ გამოჩენია.
YOU ARE READING
My Sweet CEO / JIKOOK
RomantizmYou'll see everything in the fic★ omegaverse ★ omegajimin★ alphajungkook★ CEO jungkook★ STUDENT Jimin ★ jikook★