ჯიმინი ყოველთვის ფიქრობდა, რომ მას საშინელი ბედი აქვს. ეს ფიქრები კი იუნგის ნათქვამმა განამტკიცა. ომეგა მთელი დღე ხმის ამოუღებლად დადის, უნდა რომ კლდიდან გადახტეს ან საერთოდ წავიდეს და ამ ადგილს მოშორდეს.მას მშვიდი ცხოვრება სურს. ღმერთმა იცის რას იზამს ჯონგუკი, როდესაც გაიგებს ჯიმინის ნამდვილ ვინაობას. იქნებ მის მშობლებს ყველაფერს ეტყვის? მას ხომ ნამდვილად მოკლავენ"ჯიმინ, დამშვიდდი. არამგონია ჯონგუკი საშინელი ადამიანი იყოს. ჩემი აზრით გაგიგებს" ჯიმინი ფიქრებიდან მეგობრის ხმამ გამოაფხიზლა.
"ის ხომ საღამოს აქ იქნება. როგორ შევხედო თვალებში. არ შეიძლება ცუდად გავხვდე? ან თუნდაც მანქანამ გამიტანოს. ყველაფერი მოხდეს ოღონდ ის არ ვნახო! " თეჰიონი არ ელოდა, რომ მისი მეგობარი ამდენად სულელი იქნებოდა
"ჯანდაბა ჯიმინ. რა სისულელეებზე ფიქრობ! თუ სიკვდილი წადი და მოკვდი. დიდი სიამოვნებით დაგეხმარები!" ჯიმინს მეგობრის ნათქვამზე არანაირი რეაქცია არ გამოუხატავს. უბრალოდ ხის ქვეშ დაწვა და ცის ყურება დაიწყო.
"კარგი, ჯანდაბას. სახლში უნდა წავიდე და მოვემზადო. მაკიაჟი რომ გავიკეთო, მაინც მიცნობს? " იმედიანი თვალებით იკითხა ომეგამ
"ჯიმინ, ახლა მე თვითონ მოგკლავ! უბრალოდ ადექი და სახლში წადი!. კომპანიაში უამრავი საქმე მაქვს და მე შენს წუწუნს ვუსმენ! " უკმაყოფილოდ ამოიბურტყუნა თეჰიონმა
"თე, იქნებ შენც დარჩე! გთხოვ, თუ სიკვდილია ერთად მოვკვდეთ!" წამოიყვირა ომეგამ და მეგობარს იმედიანი თვალებით შეხედა
"არ ვიცი, უბრალოდ წამოდი. სახლში მიგიყვან" ჯიმინს მანქანაში ენა არ გაუჩერებია. თეჰიონი სადაცაა თავს მოიკლავდა. უბრალოდ ეს ომეგა იმდენს წუწუნებს, რომ ალფას ზოგჯერ თავის მოკვლა სურს.
როგორც კი სახლში მივიდნენ, ჯიმინი თავის ოთახში გაიქცა და მომზადება დაიწყო. უკვე 2 საათი იყო დარჩენილი ჯონების მოსვლამდე
YOU ARE READING
My Sweet CEO / JIKOOK
Storie d'amoreYou'll see everything in the fic★ omegaverse ★ omegajimin★ alphajungkook★ CEO jungkook★ STUDENT Jimin ★ jikook★