ჯონების წასვლის შემდეგ ჯიმინი ისევ საკუთარ ოთახში ჩაიკეტა. მან დაძინება სცადა, თუმცა არაფერი გამოუვიდა. მას ჯონგუკის მეტად შეეშინდა. გაახსენდა თუ რამდენად გაბრაზებული იყო ალფა მასზე. უეცრად ოთახში კაკუნის ხმა ისმის და მაღალი ალფა შემოდის"ჯიმინ, ჯონგუკმა რა გითხრა? მან რამე დაგიშავა?" თეჰიონი უკვე მზად იყო მის მოსაკლავად. ის ჯიმინის გულისთვის ყველაფერს გააკეთებდა
"მან უბრალოდ მითხრა, რომ უნდა გველაპარაკა და ხვალ უნივერსიტეტის შემდეგ გამომივლის" ჯიმინმა კარგად იცოდა, რომ მასზე და ჯონგუკზე უნივერსიტეტში ჭორაობას დაიწყებდნენ, თუმცა მას საერთოდ არ აინტერესებდა სხვისი აზრი. არასოდეს ემორჩილებოდა სხვებს. ის ზედმეტად ჯიუტი იყო
"ხვალ პარიზჟში მივფრინავ, კომპანიის საქმეების გამო. თუმცა თუ გინდა შენთან დავრჩები, კარგი?" ომეგას თვალებიდან ცრემლები წამოუვიდა და ალფას ჩაეხუტა
"თეჰიონ, ღმერთს მადლობას ვუხდი, რომ შენ მყავხარ. შენს გარეშე არ ვიცი რას გავაკეთებდი. თუმცა არა, არ არის საჭირო აქ დარჩე " ალფა ომეგას მოშორდა და კარებისკენ წავიდა
"კარგი, მაშინ ხუთი დღით გემშვიდობები. თუ რამე მოხდა შეგიძლია დამირეკო. კარგი? " ჯიმინმა ალფა გააცილა. ეს ესაა თავის ოთახში უნდა წასულიყო, რომ კარზე კაკუნის ხმა გაისმა
"თეჰიონ, რა მოხდა. რამე დაგრჩა? " ღიმილით იკითხა ომეგამ, თუმცა მის წინ მდგარი ადამიანი საერთოდაც არ ჰგავდა თეჰიონს " ჯინ ? აქ რას აკეთებ?"
"ჯერ სახლში შემომიშვი. მერე მოგიყვები " ომეგა ერთ ადგილას იდგა და არ ინძრეოდა. საბოლოოდ როდესაც გონს მოვიდა , მეგობართან მივიდა სა ჩაეხუტა
"ჰიონ, არ იცი როგორ მიხარია აქ რომ ხარ. რამდენი რამე მაქვს შენთვის მოსაყოლი" ჯიმინს ყოველთვის არ აქვს საშუალება ელაპარაკოს ომეგას, რომელსაც მისი ესმის. ის თითქმის არავის ემეგობრება. უნივერსიტეტში სხვებს ყოველთვის თავს არიდებს.
YOU ARE READING
My Sweet CEO / JIKOOK
RomantikYou'll see everything in the fic★ omegaverse ★ omegajimin★ alphajungkook★ CEO jungkook★ STUDENT Jimin ★ jikook★