~თავი 2~

8 1 0
                                    

- გოგო გაიღვიძე, 3 საათია უკვე- მარიამის ხმას გამოყავარ ძილბურანიდან.
- არ მძინავს- ისე ვპასუხობ, თვალსაც არ ვახელ.
- მისმინე გოგონი, უნდა ადგე და თავს მიხედო, მთელი დღე საწოლში ვერ ეგდები- ისე ვაიგნორებ ამ სიტყვებს, თითქოს ოთახში, არც ყოფილიყოს. მარიამი აღაფერს მეუბნება და ოთახიდან გადის.

საშინელი თავის ტკივილი იძულებულს მხდის ავდგე და ჩავიცვა, ხელში რაც მხვდება პირველი იმას ვიღებ და სააბაზონოში შევდივარ. სარკეში რო ვიხედები საკუთარი გამოსახულება მაშინებს, ამ წამს ჩემი თავის თან მეშინია და თან უდიდეს სიძულვილს ვგრძნობ.

სამზარეულოში გავდივარ და მაგიდაზე ჩაი რო მხვდება, თან ჩემი საყვარელი ჭიქით, ცრემლები მაწვება თვალებზე და მარიამს ვეხუტები, გაკვირვებული, ორიდე წამის შემდეგ, თვითონაც იგივეს აკეთებს და მეხუტება.

ასეთი იყო ის, არასდროს ზედმეტ კითხებს არ დაგისვამდა, ყოველთვის იცოდა რა უნდა გაეკეთებინა, ასეთი იყო ჩემი საუკეთესო მეგობარი და სწორედ ამის გამო მიყვარდა.
- მარრ, ძააან მიყვახარ, ეს ხო იცი.
- შე აფერისტო, მარტო იმის გამო გიყვარვარ ხო ჩაი რო გაგიკეთე- ირონიული სახით მიყურებს, ვეღარ ვუძლებ და სიცილით ვბჟირდები, ცოტახანში ისიც მიერთდება და ორივე იატაკზე ვჩნდებით.
სიცილით თავი რო ვიჯერეთ, უცებ ორივემ სერიზული სახე მივიღეთ, თითქოს ეს ყოველივე არც კი მომხდარა.
მაგიდას მუვუსხედით და სიჩუმეში ჩაის დალევა დავიწყეთ.

უკვე 10 წელია მე და დადიანი, რაც ვმეგობროთ.
მეშვიდე კლასიდან, როდესაც მის სკოლაში გადავედი.
მაგ დღეს ვერ დავივიწყებ, ისეთი საყვარელი იყო, პირველად რო გამომელაპარაკა.
პატარები და გულუპრყვილოები ვიყავით, ახლა ძალიან ბევრი რამ შეიცვალა, გავიზარდეთ, მაგრამ ერთმანეთი არ დაგვიკარგავს. ერთად უამრავი სირთულე გადავლახეთ და ახლა ერთად ვცხვორობთ.
ეს ჩვენი ოცნება იყო, კორეაში ერთად უნდა გვეცხოვრა და ასეცაა, უკვე 5 წელია, რაც კორეას შევაფარეთ თავი, ნუ უფრო მე ვიდრე ის მარა მაინც.
ერთად ვართ ამდენი რამის შემდეგ.
- მოდი დღეს სადმე წავიდეთ- სიჩუმეს ვარღვევ და აციმციმებული თვალებით შევყურებ.
- იმის შემდეგ, რაც სამსახურს დავამთავრებთ- აუ სამასახური სუ დამავიწყდა.
- რომელზე ამთავრებ შეენ?
- დღეს ხოიცი "ბოსი" გვიანობამდე მტოვებს- ბოსს ირონიულად იძახის და მეცინება

^ცოცხალი მოგონებები^Where stories live. Discover now