~თავი 5~

13 0 2
                                    


დილით ჩვეულებრივად დაიწყო დღე, ავდექი, თავი მოვიწესრიგე და სანზარეულოში გავედი, სადაც წერილი სამხვდა, მაცივარზე დადიანისგან

*მე და თეჰიონი გავედით და არ დამირეკო იცოდე*

კაი კაი მარიამ, რაიყო არც ვაპირებდი,

ჩაი გავიკეთე და ისევ ფიქრებში წავედი.

სამსახურიდან შვებულება მქონდა მთელი ზაფხული.
სადღაც ერთი წელია მემგონი მაგ ალქაჯთან ვმუშაობ.
სასწავლებელი აქ დავამთავრე, საკმაოდ მაღალ ქულებზე, ამიტომ გასაუბრებაზე რომ მივედი მაშინვე მიმიღეს.
ქალბატონ სუჯინს თუ არ ჩავთლი, მთლიანობაში ცუდი ადგილი არაა.

ხო როგორც ვიცით, დადიანი და თეჰიონი ერთმანეთს
3 წელია იცნობენ.
იმ უნივესრაიტეტში, სადაც მარიამი სწავლობდა, თეჰიონი სტაჟიორებს იყვანდა და ასე გაიცნეს ერთმანეთი, შემდეგ მასთან დაიწყო მუშაობა.

ყველაფერი თავის ადგილზე დადგა, როცა თბილისს თავი დავაღწიე, თითქოს ამოვისუნთქე, ოღონდ მართლა, აი რაღაც სიმშვიდემ დაისადგურა, როდესაც აქ ჩამოვედი.

იქაურობა არ მენატრება საერთოდ.

ჩემი საქართველოში გატარებული ბოლო დღე მძაგს, არასდროს მითქვამს არც ქუქისთვის და არც მარიამისთვის ჩემი იქიდან წამოსვლის რეალური მიზეზი.

ეს მჭამს შიგნიდან მანადგურებს.

მთელი 5 წელია ეგ მტანჯავს, ის წერილი, იმ ვარდთან ერთად

* ნარა მაპატიე, მაგრამ ორივესთვის ესე აჯობებს, შენთან მთლად გულრწფელი არ ვყოფილვარ და ეს უნდა გამოსწორდეს.
მე არ მიყვარხარ.
ყველაფერი თამაშის ნაწილი იყო, უბრალოდ მოწყენილი ვიყავი და ვიღაცას ვეძებდი, ვინც დამეხმარებოდა რო ცოტა გავრთობილიყავი და შენ გამოჩნდი ზუსტად მაგ დროს.
არ მიყვარხარ და ეს უაზრობა უნდა დამთავრდეს, მე მივდივარ, დავიღალე ამ სისულელის თამაშით.

^ცოცხალი მოგონებები^Where stories live. Discover now