საღამოს უკვე ყველაფერი მზად გვქონდა მე და დადიანს.
მხოლოდ მათ მოსვლასღა ველოდებოდით.- მოვიდნენ
- ხო მივხვდი- არვიცი რატო ვნერვიულობ, ვითომ იმიტომ, რომ ვიღაც უცხო უნდა მოვიდეს ჩემს სახლშიი? არვიცი.
კარის გასაღებად დადიანი გავიდა
- როგორ გამოვიყურებიი
- იდეალურად- ისეთი საყვარელი იყო ხოლმე ასეთ დროს, თითქოს თეჰიონს ყველანაირი არ ყავდეს ნანახი და მისი ყველანაირი მხარე არ უყვარდეს.
მათ უნაკლო და უმშვენიერესი სიყვარული აქვთ, ვხედავ როგორ უბრწყინავთ თვალები, რომელიც ისე ნამდვილია, ყველა ამქვეყნიური საიდუმლოს დანახვა რომ შეიძლება ასეთ თვალებში.
ხან სურვილი მიჩნდება, მათ შორის მდგარ ყველა უთანხმოებას ყელში ხელებით ვეცე და იქამდე მოვკლა სანამ მათ დააშორებს.
გამოვეკიდო და მათ შორის ჩავდგე ვუთხრა: ნუ ატკენთ ერთამენთს, არავინ გყავთ ერთმანეთზე უფრო ძვირფასი, ნუ მოატყუებთ, ნუ ჩააქრობთ ბოლო ნაპერწკალს, ნუ ისწავლით სიყვარულის ნაცვლად სიძულვილს.
სიყვარული გაკვეთილია, არ გააცდინოთ, ან თუ გააცდენთ ერთიანად მეტი ისწავლეთ.თუმცა მათი გაკვირვებული თვალების მეშინია, მათი რეაქციის ჩემი ასეთი საქციელის შემდეგ, ისევ მფარველი ანგელოზივით მივყვები უკან, სულელივით ვიქცევი, ვიცი, ისინი მაინც იმ გზებით წავლენ, რომელსაც თავად კვალავენ საკუთარი საქციელებით.
ხანდახან ვფიქრობ თუკი ადამიანებს ისევ ყავთ მათი მფარველი ანგელოზები, სიყვარულს არ სჭირდებაა?
სიყვარული ზოგიერთ ადამიანზე მეტად ცოცხალი არ არიის?
სიყვარულიც არ სუნთქავსს?
სიყვარულს ისე ძლიერ უცემს გული, ორი გული, მათი, ვინც ამ სიყვარულს გრძნობს ერთმანეთის მიმართ
თუმცა სიყვარულს არ სჭირდება მფარველი ანგელოზი, თავად ადამიანები უნდა იყვნენ ერთამენეთისთვის.