-მმ... რა სასიამოვნო სურნელია...დიდი სიამოვნებით ვამბობ და თვალებს ვახელ, ასევე სასიამოვნოდ ვიზმორები და ადგომას ვაპირებ..
-უკვე გაიღვიძა ჩემმა პრინცესამ?..ოთახში სიმპატიური მომღიმარი ბიჭი შემოვიდა ლანგარით ხელში...
-შენ საუზმე მომიმზადე?..აღფრთოვანებისგან ვიყვირე და საწოლიდან წამოვხტი..
-ასე რატომ გაგიკვირდა??გაოცებულმა შემომხედა..
-არ უნდა გამკვირვებოდა?..ცალი წარბი ავწიე და თვალებში ჩავხედე, თვალებში რომლებიც ყოველ შეხედვაზე მაგიჟებდნენ..
-მე საყვარელი ქალისთვის ყველაფერს გავაკეთებ!!.. გაიღიმა ისე საყვარლად როგორც ყოველთვის და მომიახლოვდა,, სახე ახლოს მომიტანა, სადაცაა მაკოცებს მაგრამ ეს საოცარი მომენტი რაღაც უსიამოვნო ხმამ შეგვაწყვეტინა, ხმამ რომელიც ტვინში მტოკავდა...
-ეს რა ხმაა??.. გაკვირვებული მეკითხებოდა...
-არ ვიცი..სახე ახლა მე მივუახლოვე რომ მეკოცნა მაგრამ იმ საშინელმა ხმამ კვლავ გაიელვა ჩვენს ყურებში...ოთახში შუქი ჩაქვრა.... მე თვალები გავახილე ა იმ ნნივთს რომელიც ასეთ საზარელ ხმას გამოსცემდა მთელი ძალით დავარტყი და ძლივს გავაჩუმე..
-ღმერთო რა საზიზღრობაა ჯიმინი მესიზმრებოდა ამ უსარგებლო ნივთმა კი ყველაფერი გააფუჭა!...აუუ არადა რა კარგი იყო..ნეტა ახდებოდეს!..ფუიი რა დროა სამსახურში მაგვიანდება!! დროზე წავედი თორემ ეს სამსახური ერთადერთია რომლის შესრულება მართალია არც ისე ადვილია მაგრამ სამაგიეროდ ყოველ დღე მაქვს იმის ბედნიერება რომ მთელი bangtanი ვნახო განსაკუთრებით კი პარკ ჯიმინი რომელიც ასე ხშირად იჭრება ჩემს სიზმრებში....ავდექი და მომზადება დავიწყე,, ვცდილობ ყოველთვის კარგად გამოიყურებოდე , რატომ ეს ძნელი მისახვედრი არაა ...შავი კაბა ჩავიცვი არც ისე მოკლე და არც ძალიან გრძელი, ფეხზე ასევე შავი კედები მოვირგე .. მართალია გუშინ იწვიმა მაგრამ დღეს კარგი ამინდია, მზე ანათებს და სითბოა ამიტომ მოსაცმელს არ ჩავიცმევ...მსუბუქი მაკიაჟი გავიკეთე, შემდეგ სამზარეულოში გავედი და ვაშლი ავიღე. სამსახურში საზოგადოებრივი ტრანსპორტით დავდივარ..
YOU ARE READING
Average dreamer
Fanfictionმთავარი არაა ვინ ვიყავით წარულში, მთავარი ისაა თუ ვინ ვართ ახლა და რას წარმოვადგენთ ამ სამყაროში...