<5>

273 28 3
                                    

Author's pov

სიბნელეა...გარშემო მხოლოდ ხეებია...სიჩუმეს მხოლოდ მანქანის ძრავის ხმა არღვევს..მანქანა ჩერდება მდინარის პირას... გოგო და ბიჭი მანქანიდან გადმოდიან..ბიჭი მდინარის პირას პლედს აფენს და ზედ ჯდებიან..კიდევ ერთ პლედს კი თვითონ იფარებენ... გოგონამ ბიჭს მხარზე თავი დაადო და მიინაბა..

სიჩუმეა.. ხმას არცერთი არ იღებს..სიჩუმეს მხოლოდ წყლის ხმა არღვევს.. ისინიც ტკბილად უსმენენ მას..ერთმანეთის უსიტყვოდ ესმით და ხვდებიან რომ ხმის ამოღება და რაიმეს თქმა ეხლა აუცილებელი არაა...

მოულოდნელად გოგონამ თავი ასწია და ბიჭის თვალიერება დაიწყო.. შუბლზე ჩამოყრილი თმები უკან გადაუწია.. პატარა თითებს სახეზე დაათამაშებდა..ჯერ თვალები..შემდეგ ცხვირი..ბოლოს მოძრაობა ტუჩებზე გააჩერა..ნელ-ნელა უახლოვდებოდა მისი სახე ბიჭისას..სუნთქვა უკვე გაუხშირდა..გულიც აუჩქარდა ეს მისი პირველი კოცნა იყო.. და აი მათი ბაგეები ერთმანეთს შეეხო... ეს იყო რაღაც არაამქვეყნიური.. მიუხედავად იმისა რომ გოგო ნერვიულობდა კოცნას არ წყვეტდა... მათი ბაგეები მიწებებული იყო ერთმანეთს... სუნთქვა არ ყოფნიდათ მაგრამ დაშორება არ უნდოდათ..კოცნის დასრულება ყველაფრის დასრულების დასაწყისი იყო... თითქოს ეს კოცნა მათი პირველი და უკანასკნელი კოცნა იყო..მაგრამ მორჩა.. მათი ბაგეები ერთმანეთს დაშორდა.. გახშირებულად სუნთქავდნენ..ჰაერს ხარბად ისრუტავდნენ... ბიჭმა თავისი ძლიერი ხელები გოგონას მაგრად შემოხვია და გულში ჩაიკრა... 2-3წუთი ასე იჯდნენ..ბოლოს გოგონამ თავი ასწია და ბიჭს თვალებში შეხედა.
-ჯონგინ...
-გისმენ..
-მეშინია..
-ნუ გეშინია პატარავ, მე შენს გვერდით ვარ...-ჯონგინმა გაუღიმა და შუბლზე აკოცა...

ისინი კვლავ მდინარის პირას იჯდნენ..ერთმანეთს მიკრულები.. ცოტა ნიავი წამოვიდა... გოგონამ კანკალი დაიწყო.. ჯონგინი კიდევ უფრო მაგრად ჩაეხუტა. მანქანაში ჩასხდნენ და კვლავ ქალაქისკენ წამოვიდნენ... წვიმა დაიწყო... საშინლად წვინდა.. ამას თან ჭექა-ქუხილიც დაერთო..
-სოფი..-მიუგო ბიჭმა
-ხო
-მიყვარხარ..-პასუხის მოლოდინში ჯონგინი გოგოს შესცქეროდა..
-მეც მიყ...-სიტყვის თქმა არ დასცალდა სოფის... საშინელმა სინათლემ მოსჭრა თვალი...-ჯონგიიინ..-გოგონას ყვირილმა ბიჭი გამოაფხიზმა მაგრამ გვიანი იყო..საჭე ვერ დაიმორჩილა და სატვირთო მანქანას შეეჯახა... წამში ყველაფერი ჩამობნელდა..

ჯონგინი უგონოდ იწვა..სოფიმ ხელი დაადო და ეძახდა.. ანჯღრევდა მაგრამ სიბნელემ ყველაფერი შთანთქა.. სოფის აღარ შეეძლო..ისიც მისუსტდა, ჯონგინის მკერდზე დაადო თავი და სუნთქვა შეწყვიტა... დასრულდა.. ყველაფერი ყველაფერი...სიბნელემ ყველაფერი შთანთქა... წვიმს და საშინელი ჭექა-ქუხილია...თითქოს ყველაფერი წუხს..სტკივა.. და განიცდის ამ საშინელ ამბავს..

პ.ს ეს დასასრული არა.. მადლობა ყველას ვინც კითხულობთ..

შოკოლადის ბიჭუნაWhere stories live. Discover now