-შენ აქ რას აკეთებ?
-ჰეი, ასე ხვდებიან ნათესავებს?-მითხრა მან..
-კი მაგრამ ჯერ არ გელოდი..
-ვიცი ვიცი მაგრამ ისე მაინტერესებდა შენი გოგო ვეღარ გავძელი და დაგადექით თავზე.. -32ით გამეკრიჭა
-გამოუსწორებელი.. - ჩავილაპარაკე ჩემთვის
-გავიგე-ეშმაკურად გამიღიმა და სახლში შებაჯბაჯდა..მისაღებ ოთახში შევედით სოფი უკვე ოთახში ასულიყო..მეც მის დასაძახებლად წავედი..
-სოფი..
-რა ხდება?
-იცი ჩემი ბიძაშვილი მოვიდა და შეგიძლია ჩამოხვიდე..
-კი როგორ არა..გამოვიცვლი თუ არა და ესე წამოვალ რა პრობლემაა..-ეშმაკურად გამიღიმა.
-რას ქვია ეგრე წამოხვალ..-კარადისკენ წავედი და ტანსაცმელი გადმოვულაგე.. ეს მაშინ ვიყიდე სავაჭრო ცენტრში ერთად რო ვიყავით-აი ეს ჩაიცვი
-ეს..იმ "მსოფლიოს ახალი საოცრების" არ არის..
-კი მისია..
-არ მჭირდება არ ჩავიცვავ ესე წამოვალ..
-ეჭვიანობ პატარა..
-სულაც არა.. რატო უნდა ვიეჭვიანო..
-არ ვიცი..
-ხოდა წამო ჩავიდეთ თორე სირცხვილია
-სულელო ეგ საოცრება შენ ხარ და ჩაიცვი ეხლა თუ მე ჩაგაცვა..-წარბები ავათამაშე
-სხვა შემთხვევაში უარს არ ვიტყოდი მაგრამ ეხლა არა..
-კაი მიდი მალე..-10 წუთში უკვე მზად იყო..და დაბლა ჩავედით..
-მოვიწყინე და ლუდის ასაღებად სამზარეულოში გავედი თუმცა იქ უგემრიელესი სალათი დამხვდა-სამზარეულოდან თასით ხელში სუჰო გამოვიდა..-მაპატიე ჯონგინ მაგრამ შენი გოგო უკვე მომწონს..მე სუჰო ვარ, ჯონგინის ბიძაშვილი.. შენ ალბათ სოფი..სასიამოვნოა.
-ჩემთვისაც-მორცხვად უთხრა სოფიმ
-იცი სოფი-სუჰომ სოფი "გამომტაცა" და მკლავი მკლავში გაუყარა-ეს სალათი შენ მოამზადე ხო? შეგიძლია მასწავლო-სუჰომ სოფი სამზარეულოსკენ წაიყვანა მე კი ვითომ მეზობლის ბავშვი მარტო დამტოვეს და სამზარეულოში შეიკეტნენ..მთელი დღე რაღაცეებს უხსნიდა და ასწავლიდა სოფი სუჰოს.. საღამოთი ერთად ვივახშმეთ რამდენი რაღაც გაუკეთებიათ.. ბევრიც იცინეს მეკი ყურადღებას არ მაქცევდნენ.. და აი დადგა განშორების დრო :დ
სუჰო სახლში წავიდა (მამამისი სახლში)..მეკი ჩემ ოთახში წავედი. სოფი აბაზანაში იყო..საწოლში ჩავწექი და თვალები დავხუჭე სოფიზე გაბრაზებული ვიყავი..
-აჰ, ჯონგინ მოხვედი..-სოფი გვერდით მომიწვა
-....-ხმა არ გამიცია
-ჯონგინ..-ჩამეხუტა სოფი.
-....-კვლავ არ გავეცი პასუხი
-არ მელაპარაკები
-.....
-ეგრე ხო..
-...
-კარგი-ბალიშს და საბანს დაავლო ხელი და ადგა
-ეე, რას აკეთებ მცივა?
-აქ არავის ჭირდება გათბობა და წავალ დივანს მაინც გავათბობ-სოფი დივანზე დაწვა და დაიძინა..მეკი მარტო დამტოვა..
-ოხ სოფი სოფი არ გეცოდები მაინც ნახე ყინულის ლოლოები დამეკიდა უკვე..
-არ მეცოდები-მოკლედ მომიჭრა
-აბა ის რა იყო მარტო რო დამტოვეთ დღეს შენ და სუჰომ და გადადგით სამზარეულო.. ახ შემდეგ კიდევ თავი კომედიურ ფილმში მეგონა...თქვენი სიცილი მთელ სახლში ისმოდა არა მთელ ქვეყანაში ალბათ...ჩემ თავს პირობა მივეცი ხმას არ გაგცემდი.... 2 საათი
-ეხლა გავიდა ეგ ორი საათი-სოფი სიცილით კვდებოდა
-კი
-სულელი ხარ-ბალიში მესროლა
-რატო მესროლე-საწოლიდან წამოვფრინდი და მასთან მივედი-ორ რაღაცას გეტყვი არა სამს..პირველი ეს საბანი ჩემია..-ავაცალე საბანი და ძირს დავაგდე
-ეე რას აკეთებ
-მეორე ეს გოგო მე მეკუთვნის-ხელი წელზე მოვხვიე
-ხელი გამიშვი
-და მესამე....პ.ს ბოდიშით აქამდე ვერ ვდებდი არ მეცალა.. მუზამაც მიმატოვა.. რაღაცას კი მოვაბისავით თავი და დავწერე..