ფურცელი ავიღე და წავიკითხე:
"მაპატიე.მიყვარხარ" მხოლოდ ეს ორი სიტყვა. რას ნიშნავს ეს წერილი..სად წავიდა სოფი. საწოლიდან ავდექი. ტელეფონის ძებნა დავიწყე. გამახსენდა რო მისაღებ ოთახში დამჩა დივანზე. სასწრაფოდ ჩამოვედი ქვემოთ და დარეკვას ვაპირებდი როდესაც სამზარეულოდან ღიღინის ხმა მომესმა.. კარებდათ შევჩერდი სოფი სამზარეულოში ფუსფუსებდა.. ჩემი პერანგი ეცვა და საჯდომს ოდნავ უფარავდა. ყურსასმენები ეკეთა და ღიღინებდა.. რა სასიამოვნო საყურებელია ჩემო გოგო როგორ ფუსფუსებს. ტუჩებზე ენა გადავატარე და ნელი ნაბიჯით წავედი მისკენ. ხელი წელზე მოვხვიე და თავი მხარზე ჩამოვდე. სოფი შეხტა. კისერში ვაკოცე..
-გაიღვიძე..
-მე კი მეგონა წახვედი..
-ფურცელი ნახე?..-სიცილი დაიწყო სოფიმ
-რა არის აქ სასაცილო..კინაღამ გული გამისკდა..რატო დამიტოვე?
-აჰაჰ.. -სოფი სიცილს არ წყვეტდა..ჩემსკენ მოვატრიალე
-სოფი რატ...-არ მაცალა დასრულება და მაკოცა..რამდენიმე წამი გაგრძელდა კოცნა..
-გშია?
-კი..
-რას შეჭამ?- მაგიდისკენ მიმითითა..
-შენ..-გავუღიმე, კიდევ უფრო ძლიერად მოვხვიე წელზე ხელი და მოვიზიდე ჩემკენ. ტუჩებს დავეწაფე..
-მე საჭმელი არ ვარ..-ჩამჩურჩულა და ყურზე მიკბინა..ხელიდან გამისხლტა და მაგიდისკენ წამიყვანა.. ყველაფერი თავის ხელით მაჭამა.. უგემრიელესი იყო.. საუზმე დავასრულეთ მე ავდექი და მისაღებ ოთახში გავედი.. სოფი კი მაგიდის ალაგებას შეუდგა.. მალე მოვიდა ჩემთან..
-შეგიძლია ეგ ბალიში აიღო მუხლებიდან-მითხრა სოფიმ
-ეჭვიანობ?-კიდევ უფრო მაგრამ მოვხვიე ხელი ბალიშს..ის მოვიდა და გამომაცალა ბალიში და მისი ადგილი დაიკავა..ხელი კისერზე მომხვია
-მომენატრე..
-იცი ჩემი პერანგი ძალიან გიხდება.
-ვიცი
-ოჰო..როგორი თამამი განცხადებაა.. -ხელი მოვკიდე პერანგს და წამის მეასედში შიშველი დავტოვე.-ესე უკეთესია
-ამისთვის დაისჯები
-მაინც რით დამსჯი?-მაცდურად გავუღიმე
-რით და...-ვერ დაასრულა კარზე ზარიდ ხმა იყო..
-ნეტავ ვინ არის?-გაკვირვებული ვიყავი სოფი ფეხზე წამოხტა და კარისკენ აპირებდა წასვლას..
-ჰეი,ჰეი გოგონი.. შიშველი აპირებ კარის გაღებას..
-უპს..-სასტიკი სახე მიიღო და ჩემ პერანგს დაუწყო ძებნა
-ამას ეძებ?- ეშმაკური ღიმილი
-მომე
-არა..
-ჯონგინ..-ლეკვის სახე აიკრა სახეზე..
-კარგი კარგი.. მაგრამ ჩვენ არ დაგვისრულებია.. -სოფიმ ჩაიცვა და მე კარისკენ წავედი.კარი გავაღე და თვალები შუბლზე ავიდნენ და პირი მუხლებამდე ღია დამრჩა..
-შენ აქ რას აკეთებ?
პ.ს როგორ ხართ საყვარლებო?..მიხარია რომ კითხულობთ..