<11>

243 22 0
                                    

Jongin's pov

სოფის ჩაეძინა. რა საყვარელი იყო. მივედი ხელში ავიყვანე და ჩემს საძინებელში,საწოლზე დავაწვინე.მე კი ჩავიმუხლე და იატაკზე დავჯექი მის თავთან. თმა სახეს უფარავდა და გადავუწიე. ლოყებზე ვეფერებოდი და თითქმის ჩურჩულით დავიწყე:
-მაპატიე სოფი..ვიცი არ უნდა მეყვირა მაგრამ შენ ცდები ეს ჩემი საქმეა. დიახ ჩემი საქმეა რადგან მიყვარხარ.არ ვაპირებ ვინმეს დავუთმო შენი თავი   ჩემი ფერია ხარ პატარა. სულელო ყოველთვის გამჩნევდი.. პირველივე დღიდან სკოლაში რომ გადმოხვედი, პატარა და დაუცველი იყავი. როგორ გიხდებოდა ის ვარდისფერი კაბა.. დღესაც კარგად მახსოვს როგორ მოფარფატებდი.. ჩემი პეპელა..იცი ის შოკოლადი მე დაგიტოვე მერხთან შენ რომ ნაგავში მოისროლე.. ძალიან მეწყინა მაგრამ დანებებას არ ვაპირებდი. იცი ბუფეტში შენს გამო დავდიოდი ძალიან გამხდარი იყავი და მინდოდა ცოტა მომატებულიყავი.. ჩემო პატარა, როგორ მინდა ყველაფერი გითხრა მაგრამ არ შემიძლია შენთან ერთად ვიყო. ყველაფერი მამაჩემის ბრალია .უნდა რო ვიღაც მისი პარტნიორის შვილს ვხვდებოდე მაგრამ მე ეს არ მინდა..მე შენ მინდიხარ,მხოლოდ შენ..როგორი ლამაზი ხარ. დღეს რომ დაგინახე მინდოდა ჩაგხუტებოდი.. მაგრამ ვერ გავბედე.. სიხარულო მაპატიე რომ აქამდე არ დაგელაპარაკე. ყველაფერი რომ გავიგე ჩემზე ბედნიერი არავინ იყო..ვიცი რო შენც გიყვარვარ..ვიცი რო შოკოლადს მეძახი. ეშმაკის ბორბალზე არაფერი გელანდება მე ყოველთვის იქ ვარ შენს გვერდით..ვიცი სიმაღლის გეშინია. ყველაფერი ვიცი..პატარა მიყვარხარ, ყველაფერზე მეტად მიყვარხარ...-ცრემლები წამომივიდა ავდექი და იქვე დივანზე დავწექი,თვალები დავხუჭე დაძინებას ვცდილობდი. ვიგრძენი შიშველი ფეხის ხმა. ვიღაც მოტანტალდა ჩემთან და პლედი გადამაფარა. მეკი უცებ მისი ხელი დავიჭირე.. სოფი შეკრთა არ ელოდა. ჩვენი თვალები ერთმანეთს შეხვდა. რამდენიმე წამი ასე ვიყავით.
-მაპატიე..-და ხელი გავუშვი..მას კი ცრემლები წამოუვიდა..-რა გატირებს?-წამოვხტი ფეხზე.ის კი მოვიდა და ჩამეხუტა.
-ჯონგინ..მე ყველაფერი გავიგე.. -თითქმის ტირილით მითხრა, თუმცა ის ბედნიერების გამო ტიროდა-ჩემზე ყველაფერი იცი სულელო და ის არ უნდა გცოდნოდა რო ფხიზელი ძილი მაქ..-გაიცინა.. ეს ყველაზე კარგი იყო.. მისი ღიმილი ყველა საოცრებაზე საოცარია..
-ეგ საიდან უნდა მცოდნოდა.. ბექიონი შენთან არ დაწვებოდადა.. -32ით გავიცინე
-აი, თურმე საიდან. ოხ ლილე ლილე. ეგ აგენტი კიდე სასწაული გყავს.
-მიყვარხარ-და მაგრად ჩავეხუტე
-მეც მიყვარხარ..-ხელები მომაშორა და სწრაფად ჩემ ტუჩებს დაეწაფა.მოულოდნელი იყო..თუმცა რა მიკვირს ეს ხომ ჩემი გოგოა. ცალი ხელი წელზე მოვკიდე, მეორე კი თმაში შევაცურე და უფრო ვნებიანად ვაკოცე.. ნელ-ნელა საწოლისკენ წავედით,ფაქტიურად საწოლზე დავაგდე და მეც მის ზემოთ ავღმოჩნდი. ისევ დავეწაფე მის ბაგეებს.. ის ისეთი ტკბილია.. ყურის ბიბილოზე ვუკბინე და ჩურჩულით ვუთხარი:
-მინდიხარ
-მე კი შოკოლადი მინდა-მისმა პასუხმა გამათამამა და ტანსაცმლის გახდა დავიწყე..
მის ტუჩებს კვლავ მივეკარი. ყელში ვაკოცე რამაც შეაკრთო, მგონი ვიპოვე სუსტი ადგილი და ტუჩის კუთხეში ღიმილი შემეპარა. ჩვენ ერთმანეთით ვტკბებოდით.. ვტკბებოდით ამ წუთით.. კვლავ მისი ტუჩები დავიმარტოხელე და ხარბად ვწოვდი, ხანაც ვკბენდი... ჰაერი აღარ ჰყოფნიდა და მოვაშირე ტუჩები..საწოლზე მის გვერდით დავწექი და ჩავეხუტე..დაღლილებს მალე ჩაგვეძინა... დილით მზის სხივებმა გამაღვიძეს..თვალი რომ გავახილე სოფი ჩემს გვერდით აღარ იწვა..მის ადგილზე კი პატარა ფურცელი იდო...

პ.ს. იმედია არ ჩამქოლავთ.. არ გამომდის ესეთი რაღაცეების წერა..ვეცადე ცუთი თუ არა ნორმალური ყოფილიყო..

მადლობა ვინც კითხულობთ.. 💜💜💜

შოკოლადის ბიჭუნაWhere stories live. Discover now