<14>

225 25 0
                                    

Sofi's pov

მოთმინების ფიალა ამევსო. ჯონგინი მეთამაშებოდა..ნეტა რა უნდა მითხრას...
-და მესამე... -კიდევ უფრო ძლიერად მიმიკრა გულზე-დაბადების დღეს გილოცავ.- და ვნებიანად  მაკოცა..-ესეც ჩემი საჩუქარი
-რაა?? მხოლოდ კოცნაა?!
-მეტს ელოდი.. შეგახსენებთ ქალბატონო რომ თქვენზე გაბრაზებული ვარ...-ხელი წელს მოაშორა და ოდნავ უკან გაიწია..მიღიმის.. ღმერთო როგორ მეთამაშება..
-გაბრაზებული ხო..-მისკენ წავედი ხელი ვკარი და საწოლზე დავაგდე..მეკი მის ზემოთ მოვექეცი-იცით რა ბატონო დღეს ჩემი დღეა ამიტომ არავის აქ უფლება შემეწინააღმდეგოს..
-რამდენის უფლებას აძლევ თავს..- ისევ მიღიმის
-რამდენიც საჭიროა-გაიღვიძა ჩემში მხეცმა და მის ტუჩებს დავეწაფე.. ვნებიანად ვაკოცე..
-მომწონხარ გიჟო..-როგორც კი ტუჩები მოვაშორე მაშინვე მომახალა..გავიღიმე და ჯონგინის მაიკას იატაკზე დავუდე ბინა..
-გიჟი არ ვარ-მასაც გაეღიმა და კოცნა განაგრძო.. ყელში მაკოცა.. არ მიყვარს ყელში რომ მკოცნიან, მაგრამ ეს საუკეთესო იყო.. გადამატრიალა და თვითონ მოექცა ჩემ ზემოთ.
-არ მიყვარს როცა თავის ნებაზე მატარებენ. მირჩევნია ყველაფერს მე ვაკონტროლებდე.-კიდევ უფრო მხურვალედ მაკოცა...

ერთი კვირის შემდეგ

ტელეფონის ხმამ გამაღვიძა..
-ნეტავ ვინა ამ დილა ადრიამ-ტელეფონს არ დამიხედია ისე ვუპასუხე-გისმენთ
-რას შვრები?
-ახ ჯონგინ შენ ხარ..
-გძინავს? ჰაჰ.. როგორც ყოველთვის..
-შენ რას შვრები?
-გამოდი გარეთ გელოდები..
-10 წუთში მოვალ..-წამოვხტი და 10 წუთში მზად ვიყავი...
-ჯონგინ...-ჩავეხუტე
-როგორ ხარ?
-კარგად შენ?
-მიყვარხარ..
-მეც..
-...-დუმილი
-რა გჭირს?
-...-ისევ დუმილი
-ჯონგინ
-მივდივარ
-სად?როდის?
-ამერიკაში. დღეს საღამოს..
-არაუშავს მალე ჩამოხვალ..-მაგრად ჩამეხუტა ჯონგინი...სისველე ვიგრძენი
-ჯონგინ ტირი?-ჩემი სახე ხელებში მოიქცია და მაკოცა.ხანგრძლივი კოცნა იყო.
-მაპატიე..-მომშორდა..შეტრიალდა და წავიდა
-ჯონგინ-კიდევ ერთხელ დავუძახე...გაჩერდა.. მისკენ წავედი და ჩავეხუტე..
-მალე დაბრუნდები ხო?
-აჰამ..
-რო ჩახვალ დამირეკე..
-აუცილებლად
-მომენატრები
-მეც..
-მიყვარხარ
-მეც.. -მიჭირდა გაშვება მაგრამ მაინც წავიდა...

წავიდა და თან გაიყოლა ჩემი გული.. მინდოდა გამეცილებია მაგრამ უარი მითხრა.. უკვე 10 საათი იყო..ჯონგინი უკვე ჩაფრინდებოდა..  მისაღებ ოთახში ვიყავი ტელევიზორს ვუყურებდი..ვითომ ვუყურებდი.  ტელეფონს დავყურებდი ჯონგინის ზარს ველოდებოდი. მაგრამ არავინ რეკავდა.. ყური მოვკარი ტელევიზორს..
"დღეს ამერიკაში მიმავალი თვითმფრინავი ავიაკატასტროფაში მოყვა.. მსხვერპლი დიდია..მადლობთ რომ გვი..."

მეტი არ მომისმენია.. გავქვავდი ჯონგინის ნომერი ავკრიფე.. არ გადის.. სუნთქვა შემეკრა.. გონება დავკარდე..ყველაფერი დასრულდა..

პ.ს როგორ ხართ?? მადლობა ვინც კითხულობთ... ყველაფერი წინაა..

შოკოლადის ბიჭუნაWhere stories live. Discover now