<9>

235 26 4
                                    

Jongin's pov

-სოფი..-სოფი კართან შეჩერდა და მოტრიალდა.
-გისმენ
-იცი, რაღაც უნდა გითხრა-ძალიან მიჭირდა მაგრამ რაღაცნაირად მოვაბი თავი.
-რამე სერიოზულია?-ახლოს მოვიდა სოფი
-არა არ ინერვიულო..მე უბრალოდ.. -ღმერთო დამეხმარე..ვსო სამ თვლაზე ვეტყვი..ჩავისუნთქე და 1..2..3..-მე უბრალოდ...მინდა გამოსაშვებ საღამოზე ჩემი მეწყვილე იყო..-პასუხის მოლოდინში გავირინდე, სუნთქვა შემეკრა,ავნერვიულდი..

sofi's pov

რა? მან გამოსაშვებ საღამოზე დამპატიჟა.მე მისი მეწყვილე..არარსებობს..არ მჯერა.. ალბათ მეხუმრება.. ჯონგინმა მე.. ვაიმე ღმერთო დღეს რომელ ფეხზე ავდექი.. აიშ.. აღარ მახსოვს.. აღარ მახსოვდა არაფერი.. მხოლოს მას ვუყურებდი, ვხედავდი როგორ ანერვიულდა..
-კი რა პრობლემა-უნებურად ალაპარაკდა ჩემი ტუჩები.. და სანამ გავიაზრებდი რა ვთქვი ჯონგინი ჩამეხუტა.. ეს წამი ეს წუთი საუკეთესოა ჩემ ცხოვრებაში..
-კარგი მე უნდა წავიდე.. -უცებ მომშორდა და წასვლა დააპირა.
-ნახვამდის-გავუღიმე და ხელი დავუქნიე..
სასწრაფოდ შევედი სახლში, ჩემ ოთახში ავირბინე, საწოლზე ავედი და ხტუვნა დავიწყე.. ბედნიერი ვიყავი.. ნუთუ მეც მომხედა ბედმა..ნუთუ მეც ვიღაცას ვახსოვარ.. ვაიმე ჯონგინი.. ის ჩემი მეწყვილე იქნება.ნუთუ ოცნებები ხდება.. ნუთუ ეს სიმართლეა ალბათ ლამაზ სიზმარს ვხედავ..როგორ არ მინდა გამეღვიძოს.. ამ ფიქრებში ვიყავი როდესაც ჩამეძინა..

Jongin's pov

გამოვფრინდი სოფის სახლიდან..მოვდიოდი.. არა მოვრბოდი..ბედნიერი ვიყავი..მე და სოფი ერთად ვიქნებით..-ჯონგინ სულ ცოტაც და მას შენი გოგო ერქმევა..ყოჩაღ ჯონგინ,ყოჩაღ-ჩემ თავს ვაქებდი და სახლამდეც მივედი.უკვე გვიანი იყო და პირდაპირ დასაძინებლად წავედი,მაგრამ თვალი ვერ მოვხუჭე.სულ სოფიზე ვფიქრობდი.. როგორ მეთქვა მისთვის რომ ყველაფერზე მეტად მიყვარდა.. გათენებისას ჩამეძინა.

***
-სოფი..სოფი... -ვიღაც დამჩხავის- გაიღვიძე სოფი..
-ხო, 5 წუთიც..-თავი არ ამიწევია ისე ვუთხარი ლილეს
-რა 5 წუთი, შენი შოკოლადი მოვიდა
-ჯონგინი სადა?- წამოვფრინდი და ძებნა დავიწყე...ლილე და კატო კი სიცილისგან კვდებოდნენ
-აუ მომატყუეთ ხო.. ვერ გადამირჩებით...
-კარგი ძილისგუდა უკვე 12 საათია.. რა დროს ძილია დღეს ბევრი საქმე გვაქ ადექი და მალე მოემზადე სალონში მივდივართ.-მითხრა კატომ
-კარგი-ვუთხარი და აბაზანაში შევედი.
ერთ საათში სალონში ვიყავით.. გოგოებმა ორიგინალური "პრიჩოსკა" გაიკეთეს და გადაიჭრელეს საახეები..მე კი ვარჩიე ბუნებრივთან ახლოს ვყოფილიყავი მსუბუქი მაკიაჟით შემოვიფარგლე და თმა დავიხვიე..
სახლში დავბრუნდით. ჩემს ოთახში ვიყავი..უკვე დრო იყო უნდა წავსულიყავი რესტორანში.
ტელეფონის ხმა გაისმა..

-მზად ხარ, კართან გელოდები.-ჯონგინი
-კი,კი მოვდივარ.-რამდენიმე წუთში უკვე გარეთ ვიყავი.ჯონგინი მანქანასთან იდგა და მელოდებოდა...

Jongin's pov

სოფი ულამაზესი იყო.ნამდვილი ფერია. ძალიან უხდება ეს კაბა.. მასთან მივედი და მკლავი გამოვდე მანქანამდე მივაცილე კარი გავუღე და ჩემ გვერდით მოვათავსე.. მეც დავჯექი მძღოლის ადგილზე.
-წავედით-მისკენ გადავიხარე და ღვედი ჩემი ხელით გავუკეთე.. შეკრთა მაგრამ არ შეიმჩნია, ჩემი გოგო..მანქანა დავძარი და რესტორანში წავედით...

პ.ს ძალიან მალე დავასრულებ და რავიცი მაინც მოულოდნელი რო არ იყოს გეუბნებით წინასწარ 💜💜

მადლობთ ვინც კითხულობთ ამ ნაჯღაპნს.

შოკოლადის ბიჭუნაWhere stories live. Discover now