-თავი 3-

126 16 2
                                    

გათენდა.
თვალები გავახილე და საათს დავხედე, უკვე 7 საათი იყო მეკი მუშაობას 8ზე ვიწყებ. საწოლიდან წამოვხტი და მზადება დავიწყე, ვჭამე, მოვწესრიგდი, შენობიდან გავედი და ტაქსი გავაჩერე, ნახევარ საათში უკვე ბიბლიოთეკასთან ვიყავი. ყავა ვიყიდე და შიგნით შევედი მაგრამ უკან სიცივეში მისროლეს მხოლოდ იმიტომ რომ სასმელების შეტანა იკრძალებოდა -.- ყველანაირი მადა დამეკარგა ამიტომ ყავა გადავაგდე და შენობაში ლანძღვით შევედი...
პირველი დღე ცუდი არ გამოდგა, იმაზე მეტი ხალხი მოვიდა ვიდრე წარმომედგინა...
ბევრი გავიცანი, ზოგს დავუმეგობრდი კიდევაც, ისინი ძალან საყვარელი და თბილები იყვნენ ^-^ გადიოდა წუთები, წუთებს საათები მოსდევდა ამასობაში მოსაღამოვდა კიდევაც. უფროსმა მითხრა რომ მალე დავიკეტებოდით და ყველა გამეფრთხილებინა რათა თავიანთი საქმე მალე მოემთავრებინათ...დიდი სიამოვნებით დავთანხმდი და წამოვედი...
კუთხეში პატარა დაახლ 6-7 კლასელი ბავშვი იჯდა, შეწუხებული სახე ჰქონდა ამიტომაც მასთან მივედი:
-ხომ არ დაგეხმარო?_ვკითხე

-დიახ, თუ შეიძლება, თემა მაქვს დასაწერი მცენარეებზე მეკი ვერაფერი დავწერე ესეც არ იყოს ისეთი წიგნიც ვერ მოვძებნე რომელიც დამეხმარება_თქვა და მკლავებში თავი ჩარგო

-კარგი-ვუთხარი მას-ჩვენ მალე ვიკეტებით მაგრამ შემიძლია თემის დაწერაში დაგეხმარო-გავუღიმე.

-დიდი მადლობა-მითხრა გახარებულმა და სკამი გამომიწია რათა დავმჯდარიყავი.

წერას მალევე მოვრჩრით მე კი დაგროვებული წიგნები ავიღე რომ თავიანთ ადგილზე მიმეტანა.

-დამავიწყდა მეთქვა, დიდი მადლობა-მომაძახა ბავშვმა და გამიღიმა.

უკან მივტრიალდი რომ მეპასუხა მაგრამ ზუსტად ამ დროს ხალიჩას ფეხი წამოვდე, წიგნები ხელიდან გადამიცვივდა და თან გადავყევი. ვიგრძენი როგორ დავეცი და წავაქციე ჩემს წინ მდგომი კაცი მაგრამ ახლა ჩემს თავზე და წიგნებზე უფრო ვღელავდი...

Let's Not Fall In Love Where stories live. Discover now