~9~

114 16 2
                                    

-მე გავალ_თქვა ნამჯუნმა და გასვლის წინ კიდევ ერთხელ შემომხედა.

მე და იუნგი ოთახში მარტონი დავრჩით, უხერხული მყუდროება მან დაარღვია:

-ანუ, მეი ჰომ?
არ ვიცი რა ვუპასუხო, იქნებ ვუთხრა ყველაფერი და ამასთანავე ისიც რომ ჩემი ნამდვილი სახელი არ მახსოვს?
მაგრამ ეს ხომ იმას ნიშნავს რომ მისი "მონა" გავხდები. მისი სათამაშო, ვეღარ შევეწინააღმდეგები. მის ხელში ვარ.

...

-რაარის შენი ნამდვილი სახელი?

...

-მეი! გეკითხები და მიპასუხე. რაარის შენი სახელი?!
...

შუგა ჩემსკენ წამოვიდა, მხრებზე ხელები მომიჭირა და კარგად შემანჯღრია. მხრები ძალიან მეტკინა, ხელებს მთელი ძალით მიჭერს, ვტირი:

-შუგა გამიშვი, მტკივა!
არ მიშვებს. პირიქით, უფრო მიჭერს. ცრემლები დაუსრულებლად მომდის, ხელი მეწვის, მტკივა გეგონება ვიღაც ხორცს გახლეჩსო. (ამას ვინმემ ფრჩხილების დაჭრა აასწავლეთ)

-იუნგი! გამიშვი, მტკივა, გთხოვ!
-იუნგი! მტკივა!

ხელს არ მიშვებს, ნუთუ ასე ვეზიზღები? ღმერთო როგორ მტკივა. თვალებიდან ვეღარ ვხედავ, ცრემლები მახრჩობს. ის კი უნრალოდ დგას და მიყურებს. იდიოტი.

-იუნგი!-ამჯერად ვიყვირე. ვეღარ ვუძლებ და ვიკეცები.  მის წინ ვიმუხლები და ვტირი. სუნთქვა მეკვრება ტკივილისაგან, ვცდილობ დავმშვიდდე და თავი გამოვინთავისუფლო მაგრამ ჩემზე ძლიერია.

-შემდეგში გეცოდინება რა მოგივა იმ შემთხვევაში თუ პასუხს არ მეტყვი-თქვა და ხელი გამიშვა, შვება ვიგრძენი მაგრამ ამასთანავე მწვავე ტკივილი. ავდექი და აბაზანაში შევედი. კარები ჩავკეტე, შუგა მოვიდა და კარებზე აბრახუნებდა მაგრამ ყურადღება არ მივაქციე, მაიკა გავიხადე, სისხლიანი იყო, ხელიდან სისხლი მომდიოდა, იმ იდიოტმა ისე მომიჭირა, ღმერთო რავქნა, სამედიცინო ყუთი აქ არ არის...
მაიკა ჩავიცვი, ცრემლები მოვიწმინდე და აბაზანის კარი გავაღე, შუგა იმ წამსვე შემოვიდა, გარეთ გასვლა ვცადე მაგრამ არ მიშვებს ღმერთო რა უნდა?!

Let's Not Fall In Love Where stories live. Discover now