თავი ~8~

105 18 6
                                    

-რათქმაუნდა არა...

დავინახე შუგას სახეზე გაოცება, ტკივილი, სევდა. ყველაფერი ერთად ამოვიკითხე, თვალებზე ცრემლი მადგება მაგრამ უნდა მოვითმინო. ახლა მას უნდა ეტკინოს ისე როგორც მე მეტკინა.
მაგრამ ამ სახის ყურება მანადგურებს. მე გაუძელი! გაუძელი!
საუბარი განვაგრძე:

-ეს ყველაფერი უბრალო თამაში იყო. ჩემსა და მას შორის არაფერი, საერთოდ არაფერი არ ხდება. ეს ყველაფერი ერთი დიდი გაუგებრობის მეტი არაფერია. არც მე და არც შუგას ერთმანეთის მიმართ არანაირი გრძნობა არ გაგვაჩნია...

ღრმად ვსუნთქავ, ვვოფლიანდები და თვალებზე ცრემლს ძლივს ვიკავებ. ან საერთოდ ამას რატომ ვაკეთებ? იქნებ ვუთხრა რომ შუგა მომწონს? ან უფრო მეტი მიყვარს? მაგრამ მართლა მიყვარს? მართლა შემიყვარდა ასეთი ადამიანი? ან ასე უცებ რატომ? გაუგებრობა. მართლაც რომ გაუგებრობაში ვარ. მხოლოდ ერთი რამ ვიცი დაზუატებით_ არ მინდა შუგასგან წასვლა, არ მინდა მას მოვშორდე, არ მინდა ერთი თვე გავიდეს, არ მინდა კონტაქტი გაწყვიტოს ჩემთან, მაგრამ ამ ყველაფერს ახლახანს თავად შევუწყვე ხელი.

-მაშინ თუ ეგრეა... პიცა მოვიტანეთ და მოდით ყველა ერთად ქვემოთ ჩავიდეთ და ვჭამოთ, თან ცოტა სასმელიც მოვიტანეთ...

თქვა ტაემ და ტაშის დაკვრა დაიწყო.
იუნგის შევხედე, სახეზე განადგურება ეწერა, ამის და მიუხედავად მაინც შეძლო და გაუღიმა ტაეს, ვხედავ მის თვალებს, თვალებში კი ჩაგუბებულ ცრემლებს რომელსაც გამოსვლის საშუალება არ აქვთ...

გვერდი ამიარა, არც შემოუხედავს და ტაესთან ერთად ქვემოთ ჩავიდა. მისმა ასეთმა საქციელმა გული მატკინა, მაგრამ რა სისულელეა მე ხომ უარესად ვატკინე ახლახანს, მე ხომ ის გავანადგურე. მაგრამ ეწყინა რომ? შეიძლება ისიც ასე ფიქრობს, შეიხლება ფიქრობს რომ ყველაფერი შეცდომა იყო, მაგრამ სისულელეა, მისი სახე ყველაფერს ამბობდა.

Let's Not Fall In Love Where stories live. Discover now