არ ვიცი ამას რატომ ვაკეთებ. ვიცი რომ არ გამომივა, ვიცი რომ არასწორია და ძალიან სულელეური საქციელია, ვიცი მშობლები ინერვიულებენ და საკმაოდ გაბრაზდებიან, ვიცი ბევრს იტირებენ როცა დილით ჩემს ოთახში ვეღარ დამინახავენ, ვიცი მეც ვიტირებ იმიტომ რომ ვერ გავიღვიძებ იმავე ოთახში რომელშიც აქამდე მეძინა, ვცხოვრობდი, რომელიც ძალიან ბევრ მოგონებას ინახავდა, ვიცი ვეღარ მივირბენ დედაჩემთან და ვეღარ ჩავეხუტები, ვეღარ ვიგრძბობ მის თბილ სხეულს და ხელებს რომელიც აქამდე მათბობდა და დიდ სიხარულს მანიჭებდა, ვიცი ვეღარ მოვისმენ მამაჩემის წუწუნს იმაზე რომ ნორმალურად ჩამეცვა, ვეღარ მოვისმენდი ჩემი ძმის უაზრო კომენტარებს და შეხედულებებს ჩემს გემოვნებასთან დაკავშირებით, ვეღარასდროს შევძლებ ჩემი მეგობრების ნახვას, ყველაზე მეტად კი ჯინი მომენატრება, ის ჩემი საუკეთესო მეგობარია ვინც კი ოდესმე მყოლია, ბევრჯერ გამინდია მისთვის ჩემი საფიქრალი და ბევრჯერ დაურტყამს ჩემთვის რათა ასეთი უაზრო ფიქრები თავიდან ამომეგდო და ცხოვრებისთვის მიმეხედა, მაგრამ ჯობია, ყველასთვის ასე ჯობია, მე ეს უნდა გავაკეთო, მათ ეს დაიმსახურეს, მათაც უნდა ეტკინოთ ისე როგორც მე მატკინეს, ყველაფრისთვის უნდა გადაიხადონ...
ღამეა, 4საათი სრულდება მე კი არ მძინავს, ველოდები როდის დაიძინებს ყველა რათა ჩემი საქმის განხორციელებაში ხელი არ შემეშალოს. უკვე მიხვდით ხომ რასაც ვაპირებ? ვერა? კარგით მაშინ აგიხსნით, უფროსწორად გეტყვით.
"მე სახლიდან მივდივარ"
სად მივდივარ? სადაც სულ მინდოდა წავსულიყავი! ბავშვობიდან ვვოცნებობდი იქ წასვლაზე, მაინტერესებდა ყველაფერი რაც იქ ხდებოდა, მოდით არ გავწელავ და პირდაპირ გეტყვით. დიახ! მე კორეაში მივდივარ! ეს არ არის გაქცევა რომლის შემდეგაც ისევ სახლში ბრუნდებიან და დედას და მამას ბოდიშის მოხდით ეხვევიან! არა! მე სამუდამოდ მივდივარ! რაც მათ გამიკეთეს! ამას უბრალოდ ვერ ვაპატიებ!
YOU ARE READING
Let's Not Fall In Love
RomanceRedmancy (n.) the act of loving the one who loves you, a love returned in full...