-თავი 5-

113 16 2
                                    

დილით გახარებული ავდექი. დღეს დიდი დღეა!!
მოვემზადე და სამუშაოდ წავედი. არ მოველოდი მაგრამ ჯინვუ იქ იჯდა, გამიხარდა მისი ნახვა და მასთან მივედი:

-ჰეი, როგორ ხარ?

-ჰეი, მიხარია შენი ნახვა... კარგად შენ?^^_მითხრა და გამიცინა.

ღმერთო მისი სიცილი, როგორ გავდა იუნგისას...
გულზე სევდა დამაწვა მაგრამ ვცდილობდი არ შემემჩნია და საუბარი განვაგრძე:

-მადლობა, კარგად.

-დღეს კონცერტზე გნახავ ხომ ასეა?-მკითხა

-რათქმაუნდა ^^-ვუპასუხე და ძალიან გავმხიარულდი, გული ბედნიერებით ამევსო, მიხაროდა როცა ვიხსენებდი რა მელოდა წინ...

-კარგი ჩემი წასვლის დროა-თქვა და წიგნები აალაგა.

-მარტო მიდიხარ?-ვკითხე გაკვირვებულმა.

ზუსტად ამ დროს ვიღაცამ კარები ძლიერად მიაჯახუნა. ისეთი ძალით რომ მეგონა მინები ჩაიმტვრეოდა... კარიდან ის შემოვიდა და ჩვენსკენ წამოვიდა.
ვიგრძენი როგორ ამიჩქარდა გულისცემა მის დანახვაზე...ღმერთო რა ლამაზი იყო, მისი სახე, თვალები, ღიმილი... ყველაფერი ისეთი სრულყოფილია...
მოგვიახლოვდა. მხარი ისევ გამკრა და ჯინვუსკენ წავიდა, ხელი მოკიდა და მთელი ძალით გაათრია გასასვლელისკენ. დავიბახე ჯინვუს სახე და გაუბედავად ვუყვირე:

-ჰეი, ცოტა ფრთხილად სტკივა!

იუნგიმ "ჩემი ძმაა და რასაც მინდა იმას ვუზავ" სახით შემომხედა და ჩემსკენ წამოვიდა...

-ტონს დაუწიე! და გაიხსენე ვის ელაპარაკები!-მისი სახე იმდენად ახლოს იყო ჩემსასთან რომ მის სუნთქვასაც ვგრძნობდი...

-ჰო? შენ კი ბავშვებს ნორმალურად მოეპყარი- თავადაც არ ვიცი ეს სიტყვები როგორ ვთქვი. ან საერთოდ როგორ ვლაპარაკობდი.

-ახლა კარგად მომისმინე, შენნაირ ხალხს იცი რას ვუშვები?! შემიძლია შენი სიცოცხლე წამებში დავასრულო! შემიძლია გატკინო და ეს ნამდვილად არ გამიჭირდება! შენნაირი ლაწირაკები რატომ ცხოვრობენ საერთოდ?! იცოდე მაინც ვის ელაპარაკები!

Let's Not Fall In Love Where stories live. Discover now