~14~

124 18 7
                                    

*Suga's p.o.v*
საავადმყოფოში ვარ. მეის პალატაში, ისევ არ იღვიძებს, ძალიან ვნერვიულობ, ექიმმა მითხრა რომ მისი მდგომარეობა სტაბილურია მაგრამ მაინც ძალიან ვნერვიულობ იმიტომ რომ ჯერ არ გაუღვიძია...

აჰჰჰ, მეი ხერხემლის დაზიანება რანაირად მოახერხე?! მოსიარულე შარი ხარ, ჯერ გამაძლიერებელი ახლა ეს, მართალია ორივე ჩემი ბრალია მაგრამ მაინც მოსიარულე შარი ხარ.

მის სახეს ვუყურებ, როგორი ლამაზია, სწორი ცხვირი, ლამაზი თვალები და სახის ნაკვეთები, ტუჩებიც კი...
მის სახესთან ვიხრები და შუბლზე ვკოცნი, გვერდით ვუწვები, ვეხუტები და ველოდები როდის გაიღვიძებს, მაგრამ ამასობაში თავად მეძინება...

*Mei's p.o.v*
თვალებს ვახელ, საავადმყოფოში ვარ, ყველაფერი ბურუსშიააგხვეული მაგრამ დანახვას მაინც ვახერხებ, საგიჟეთში გეგონება თავი, ყველაფერი თეთრია, ვერ ვიტან თეთრ ფერს...
მუცელზე რაღაც მძიმე მადევს, დავხედე და ასეთმა სანახაობამ გამაკვირვა მაგრამ ღიმილიც მომგვარა სახეზე, შუგას ხელი ჩემზე უდევს თავით აქეთაა და ძინავს, ასეთ სათნოებას მეორედ ვერ ნახავ ამიტომ გადავწყვიტე დავაფიქსირო, ნელა ვმოძრაობ რომ არ გაიღვიძოს, ტელეფონს ვიღებ და შუგას ფოტოს ვუღებ, მეცინება, ტელეფონს გვერდით ვდებ და ქვემოთ ვიჩოჩებ რადგან ისევ დავიძინო, თავი ჯერ კიდევ მტკივა...

უცებ შუგა წელზე ხელს მხვევს და მასთან ახლოს მაჩოჩებს, მეორე ხელსაც მხვევს, მიხუტებს, ეცინება, ჩემი თავი მის გულთანაა მოქცეული, ასეა ცოტა ხნით, სანამ ზურგი არ ამტკივდა და ტკივილისგან არ ამოვიგმინე...

შუგა იმ წამსვე მომცილდა მაგრამ სიმართლე გითხრათ მირჩევნია მტკიოდეს და ჩემს გვერდით იყოს..

-როგორ ხარ? ზურგი კარგად გაქვს? რანაირად დაიზიანე? ხიფათა ხარ რა.

კითხვები ისე მომაყარა რომელს გავცე  პასუხი არ ვიცი...

-კარგად ვარ, ჰმ თუ ძალიან გაინტერესებს გარეთ დავრჩი და იმის დიდი მცდელობის შემდეგ რომ მეგონა კაკუნს ვინმე გაიგებდა, გადავწყვიტე მეორე სართულზე ავცოცებულიყავი მაგრამ იმ ყინვაში ფეხი ვეღარ გავამოძრავე და გადავწყვიტე ფრენა მესწავლა. -.-

Let's Not Fall In Love Where stories live. Discover now