თავი I

1.7K 68 8
                                    


-რიმ, ღმერთო რიმ!!- ვიღაც მანჯღრევს, ისე თითქოს გასახსნელად მომზადებული Cappy Pulpy ვიყო,-ამის... ლი რიმ! აეთრიე სასწრაფოდ, წვრთნებზე ვაგვიანებთ, შენ კიდევ გძინავს.... რიმ! გესმის?

ყურადღებაც არ მიმიქცევია ისე შევიბრუნე გვერდი, ზურგი მივაქციე და საბანი თავზე წამოვიხურე. რამოდენიმე წამში უჩვეულო სიგრილე ვიგრძენი. ვიღაცამ საბანი გადამაძრო და ხელში ამიტაცა.

-ჯანდაბა, ჯივუ, რას აკეთებ!?- დავუყვირე მენეჯერს რომელსაც ხელში ატაცებული ვყავდი და სააბაზანოსკენ მიმათრევდა,-იდიოტო, სად მიგყავარ?!

ხელი გამიშვა, ჩამომსვა და სააბაზანოში შემაგდო.

-ტანზე გადაივლე, მოწესრიგდი, ადამიანს დაემსგავსე ურჩხულო!- და კარები ცხვირწინ მომიხურა.

"იდიოტი, კრეტინი, ერთუჯრედიანი, გარყვნილი, ხეპრე" ვფიქრობდი ჩემთვის და შხაპისთვის ვიმზადებდი თავს. ათი წუთი არ იყო გასული რომ გამოვედი, ტანზე თეთრი პირსახოცი მქონდა შემოხვეული. ჯივუ ჯერკიდევ ოთახში იყო, თუმცა მე და მას ისეთი ურთიერთობა გვქონდა რომ საცვლების ამარაც, რომ ვენახე არცერთს არ გვექნებოდა განსაკუთრებული რეაქციები. (თუ არ ვცდები ნანახიც ვყავარ) ტანსაცმელი აჩქარებულად მომაწოდა ისე რომ არც შემოუხედავს, როგორც ყოველთვის ჩქარობდა.

-მალე ჩაიცვი, ათ წუთში დაბლა, დარბაზში იყავი, მე წავედი!- დამშვიდობებაც არ დამაცადა ისე გაიხურა კარი.

კიდევ კარგი ჩემი ჯგუფი (The First) ახალი რომ არ არის SM Ent.-ში. ოოო, მახსოვს დებიუტი რომ გვქონდა, დღე-ღამეში 3 საათი გვეძინა. მას შემდეგ 2 წელი გავიდა, მაგარმ მაინც დამწყებებად გვთვლიან. "დიდი ბოდიშით EXO-სავით Bop-ი თუ ვერ შევიქენით." გავიფიქრე ჩემთვის, თუმცა ჩვენი ჯგუფი SM TOWN-ში ერთ-ერთი ცნობილია. 2 წელი გავიდა და ინტერტეინმენტის ხალხი ჯერ კიდევ კარგად ვერ გავიცანი. ფაქტიურად ჩვენი მენეჯერისა და ჯგუფის წევრების გარდა კარგად არავის ვიცნობ. ვერ ვიტყვი რომ ჯგუფში საუკეთესოდ ვართ ერთმანეთში, მაგრამ როცა მოვიწყენთ, ყოველთვის ერთად ვიკრიბებით. კიდევ კარგი ჰიორი რომ არსებობს (ჩემი საუკეთესო მეგობარი). მის გარეშე ძალიან გამიჭირდებოდა. ერთის მხრივ კარგია, რომ ინტერტეინმენტები არ იზიდავს. რეალურად მხოლოდ მას არ შურს ჩემი. ახხ, მეგონა აიდოლის ცხოვრება ია-ვარდით იქნებოდა მოფენილი, მაგრამ როგორც ყოველთვის შევცდი.

პირველი || The First ✓Where stories live. Discover now