თავი IV

643 50 4
                                    

მე და ჩანიოლი? ჩანიოლი და მე? ჩანიოლი?მე? ერთად? დრამაში? არარსებობს...

-დრამა იქნება ორ აიდოლზე,- განაგრძო უფროსმა,- რომლებსაც ერთმანეთთან ფიზიკური ურთიერთობა ექნებათ ნასვამ მდგომარეობაში...

მე და ჩანიოლმა მომენტალურად შევხედეთ ერთმანეთს. თვალები გაფართოებული ჰქონდა და სახე გაფითრებული. ალბათ, მეც ეგრე მქონდა. მერე ნელნელა გაწითლდა და ეშმაკურად ჩაეცინა.

-შემდეგ ყველაფერს ინანებენ,-ლაპარაკობდა უფროსი,- მაგრამ მათი გულები მაინც ერთმანეთისკენ იწევენ და ბოლოს დაქორწინდებიან.ეს არის და ეს. მაშ რას იტყვით?

უფროს გამოშტერებულებივით ვუყურებდით.

-მე უარს ვაცხადებ,- წამოვხტი და თითქმის ვიყვირე,- მრავალი ჩემზე უფრო ლამაზი აიდოლი გყავთ უფროსო, სჯობს მათ მისცეთ ეს როლი.

-რიმ, მე შენი თქმის გარეშეც ვიცი რომ შენზე უფრო ლამაზი აიდოლები მყავს,- პირდაპირ მომაჯახა,- მაგრამ მე სწორედ შენ აგარჩიე. ახლა კი თავისუფლები ხართ, დაფიქრდით გაანალიზეთ და ისე წარსდექით ჩემს წინაშე. უარს არ მივიღებ!

მოგვაყარა და კარები გამოგვიჯახუნა. კორიდორში გამოვედით. ჯერ არაფრის თქმას არ ვაპირებდი, ისედაც ნერვები მქონდა მოშლილი.

-ხომ გესმის რომ ეს დრამა წმინდა წყლის სიმართლე იქნებოდა ჩვენს შესახებ,-დაიწყო ჩანიოლმა,-გარდა იმისა რომ მე არ ვნანობ გუშინდელ ღამეს-თავისთვის ჩაიხითხითა.

-და კიდევ იმისა რომ შენზე სულაც არ ვაპირებ დაქორწინებას.-დავასრულე სათქმელი.

-ოოო, მაგაში ეგეთი დარწმუნებული რატო ხარ?

-ვარ და ვსიო, მოვრჩეთ ამაზე ლაპარაკს.

ჩუმად გავაგრძელეთ გზა. ჩემდა გასაკვირად ოთახამდე მიმაცილა.

-მომისმინე, ხომ იცი რომ მარტო ჩემი უარი ვერაფერს გახდება. შენც უნდა განაცხადო უარი და მანდ დამთავრდება ყველაფერი.

პირველი || The First ✓Where stories live. Discover now