არა რაა, რას არ მოველოდი, ოღონდ ჩანიოლი თუ ფანჯარაში გამეჩითებოდა მაგას ვერასდროს წარმოვიდგენდი. ჯერ თვალები მოვიფშვნიტე და კარგად დავაკვირდი, სიმართლეა თუ მეჩვენებათქო, მერე ცოტა გაუბედავად წავედი ფანჯრისკენ.
-რას მოიზლაზნები, რიმ?- ფანჯრიდან იყვირა, თან ხმამაღლა და თან ჩუმადაც, დაცვას რომ არ გაეგონა,- ვერ ხედავ ძლივს მიკავია თავი, ჩქარა გააღე ფანჯარა თორე, თუ გადავარდი, მართლა მოგიწევს ჩემს დასაფლავებაზე ნიანგის ცრემლების ყრა.
-უხხ, ნეტა ეგრე მოხდეს!- ბუზღუნით გავეშურე ფანჯრის გასაღებად,- ამ შუაღამეს რა გინდოდა ფანჯარაში სატანა?
-მეე?- ისე მკითხა გეგონება სხვაც იყო მასთან ერთადო,- მე.. ისაა... არ დამეძინა, ბექიონი ტრაკგაგდებული ხვრინავდა შესასვლელში, სეჰუნი ნაშებშია გაპარული. ხოდა...
-ხოდა...? -გავიკვირვე, - სხვათაშორის მეც მეძინა. რატომ გამაღვიძე?
-ერთი კარგი რაღაც მოვიფიქრე, რაღაც მაგარი თამაშია.
-პარკ ჩანიოლ, შენი მოფიქრებული თამაში ეხლაც კარგად მახსოვს! და საერთოდ რაც არ უნდა იყოს, ბექიონი გაგეღვიძებინა და იმასთან ერთად გეთამაშა!?
-ჰმმ...- ვითომ ჩაფიქრდა - სიმართლე გითხრა მაგ თამაშს ბიჭთან ვერ ვითამაშებდი. არ იქნებოდა საინტერესო.
თავში უამრავმა აზრმა გამიქროლა და სიმართლე გითხრათ, ყველა მათგანი ძალიან ბინძური იყო. სიბრაზისგან სისხლი მომაწვა, სახეზე გავწითლდი და ვუყვირე.
-რას გულისხმობ, პარკ სატანა?
-ჰოუ ჰოუ, დამშვიდდი ისეთი არაფერია. - ჯიბიდან კარტი ამოაძვრინა.
-ეს რა არის?
-ეს კარტია, არ იცოდი?
-მერე?
-მერე ის რომ კარტს ვითამაშებთ.
-აჰამ, მერე მაგაში რაარის ისეთი რაც ბიჭთან სათამაშოდ უინტერესო იქნებოდა?
VOUS LISEZ
პირველი || The First ✓
ComédiePark Chanyeol Fanfiction: დასრულებულია ✔️#11 in Humor 22.05.2020 ➖ ნამდვილი dirty კომედია, რომლის მსგავსს ფილმებშიც კი ვერ ნახავთ. სიტუაცია ვითარდება ორ აიდოლს შორის, რომელთაგან ერთ-ერთი მკითხველია მეორე კი ექსოს წევრი - პარკ ჩანიოლი. ენერგიით...