თავი III

709 56 4
                                    

მანქანას შემოვუარე, მანაც თვალი გამომაყოლა. ჩავჯექი, ისევ ჯიუტად მიყურებდა და თან ეღიმებოდა.ხელები მკერდთან მქონდა გადაჭდობილი და დაჟინებით ვცდილობდი რომ არ შემეხედა მისთვის, სანამ ნერვები არ მომეშალა.

-ბოლოს და ბოლოს არ დაძრავ მანქანას?- სიბრაზისგან ვიყვირე და მისკენ შევბრუნდი, ის ისევ დამპლურად იცინოდა.

-იცი, სიმართლე გითხრა არც მე მახსოვს საით უნდა წავიდეთ.

ტვინში მკვლელობის იდეებმა გამიელვა.

-მოგკლავ პარკ ჩანიოლ. დაგახრჩობ და მერე შენს დაკრძალვაზე ნიანგის ცრემლებს გადმოვყრი!- ეხლა ყელში ვწვდი და მართლა დახრჩობამდე მივიყვანე სანამ თვითონ არ გამაშვებინა ხელი.

-კაი ხო, რაიყო დიდი ამბავი აქედან თუ ვერ გავაღწიეთ ეხლა. უკან დავბრუნდებით.-ისევ სიცილით მითხრა.

-რა გაცინებს იდიოტო! ახ, გავგიჟდები სადაცაა.

-ისედაც გაგიჟებული ხარ და მეეჭვება ...

-ოო, შენ ჩემი სიგიჟეების შესახებ არ გსმენია როგორც ჩანს.

-არა, არ მსმენია, გამოცდილი მაქვს. სხვათაშორის ეხლაც მტკივა ზურგი.

ხმა არ გამიცია. რაიმე მძიმე საგანს ვეძებდი, რომ რაც შეიძლება მაგრად მელეწა სახეში.

მანქანა დაძრა. მივდიოდით, მაგრამ საით ვერ გეტყვით. დარწმუნებული ვარ იცოდა გზა, უბრალოდ ნერვების მოშლა უნდოდა ჩემთვის. მთელი გზა ფანჯარაში ვიყურებდი. მანქანაში სულ Eminem-ის და 50 Cent-ის სიმღერები ისმოდა. არ მიკვირს, ჩანიოლი ხომ რეპერია. ორი საათის შემდეგ SM-ის შენობაში ვიყავით.

-მომისმინე, ვიტყვი, რომ მე გთხოვე ჩემთან წამოსულიყავი ახალი სახლის მოსანახულებლად იქამდე სანამ შევიძენდი და შენც დამთანხმდი.

-მოიცა ეგ სახლი შენი არ იყო?

-ჯერ არა, მაგრამ თუ მოგეწონა, ზუსტად დღეს ვაპირებდი ყიდვას, რჩევა მჭირდება.

პირველი || The First ✓Where stories live. Discover now