თავი 4

255 35 2
                                    

-მაპატიე, თეჰიონ...-უხმოდ ამოილაპარაკა და რაღაც იგრძნო. რაღაც, ძალიან უცნაურმა დაუარა მთელ სხეულში, თვალს არ აშორებდა თეჰიონის სახეს. სახეს, რომელზეც ზიზღი, შიში, გაკვირვება, ნერვიულობა ერთად იყო ასახული...
-კარგად ხარ?-შორიდან ესმოდა მისი ხმა,-ჰეი, ჯანქუქ!-თეჰიონი უახლოვდებოდა. გრძნობდა, რომ უახლოვდებოდა, თუმცა ვერ ხედავდა.
იმ დღის მერე პირველად გრძნობდა მის სიახლოვეს და ვერ ხედავდა...
-გუკი! ჯანქუქ-ი, გაახილე თვალი...-მისი შეხება იგრძნო. ეს იყო ბოლო, რაც მოხდა...

***

-ნორმაშია, ალბათ უბრალოდ გადაიღალა... დაისვენებს და სახლში წასვლა შეეძლება.
-გმადლობთ,-ნაცნობი, ყველასგან გამოეჩეული ხმა გაიგო. თვალი არ გაუხელია. წამლების სუნში თეჰიონის სუნამოს სურნელს გამოარჩევდა. ექიმის ხმა აღარ ესმოდა, ახლა მხოლოდ უფროსის დაჟინებულ მზერას გრძნობდა. არ იცოდა რას ფიქრობდა და რას არ გასცემდა, მხოლოდ ერთი სიტყვა გაეგო მისგან ისე, როგორც ადრე...
არა, სიტყვაც კი არა... მხოლოდ ამოიხვნეშა და წავიდა.
როგორ სტკიოდა ჯანქუქს გული. როგორ სჭირდებოდა მასთან ყოფნა... გრძნობდა, რომ ყველამ ზურგი აქცია და მხოლოდ იმაზე ნერვიულობდა, რომ შეიძლებოდა თავი ვერ გაეკონტროლებინა. რამე ცუდი ჩაედინა და იქნებ ვეღარც კი ენახა საყვარელი ადამიანი...

თვალები ოდნავ გაახილა, მერე კი ძლიერად დახუჭა და იგრძნო როგორ მიგორავდა მის სახეზე ტკივილისგან გახურებული ცრემლი.
სუნამოს სუნი ქრებოდა. თეჰიონი გასასვლელისკენ მიიწევდა. გუკიმ არ იცოდა, მაგრამ თეჰიონმა დაინახა. დაინახა მეგობრის ამღვრეული თვალები და ის ერთი ცრემლი, მის დამალულ გრძნობებს რომ იტევდა...

***

ისევ სახლში იყო.
ისევ ფეხებზე ეკიდა წიგნები.
ისევ ფიქრობდა მომხდარზე.
ისევ თვალწინ ედგა თეჰიონის სახე.
თუ შეიძულა, რატომ დაეხმარა? რატომ შეეშინდა? ანუ ფიქრობდა მასზე! მართალია. ჯანქუქი დარწმუნებული იყო, რომ თეჰიონი ასე მარტივად ვერ აქცევდა ზურგს, ის ასეთი არ იყო...

The Door Of The Paradise (Completed)Tahanan ng mga kuwento. Tumuklas ngayon