თავი 3

279 41 7
                                    


დიდი ხნის ოცნება აისრულა.
შეეხო ადამიანს, რომლისთვისაც ცხოვრებას გაწირავდა.
აკოცა ადამიანს, რომელიც უყვარდა.
მერე რა, რომ ეძინა. ეს არაფერს წყვეტს. იქნებ უკეთესიცაა თუ ვერაფერს გაიგებს?

თუმცა ყველაფერი წამებში დაიმსხვრა. ყველაფერი მაშინ დამთავრდა, როცა მიხვდა, მის უკან, ჰოსაკს ღიმილი სახეზე შეაშრა, თვითონ კი მკერდზე მისი შეხება იგრძნო... მისი... მას ყველასგან გაარჩევდა...

იცოდა, რომ უნდა გაჩერებულიყო, და ისიც იცოდა, რომ ახლა გაჩერება ყველაფერს გააფუჭებდა.
გაჩერდა. ნელა მოშორდა. არ უყურებდა. ვერ შეხედავდა თვალებში. ხვდებოდა, რომ ლუპიანეც კი ვერ ახერხებდა იმის გააზრებას, თუ რა მოხდა. ერთადერთი კარგი, რაც ახლა ხდებოდა ის იყო, რომ დანარჩენები მათ ვერ ამჩნევდნენ.
-ჯანქუქ, რას აკეთებ?-თეჰიონს არასდროს უთქვამს მისი სახელი ამხელა ზიზღით. უმცროსს კვლავ გული აუჩქარდა. ახლა მხოლოდ იმას ნატრობდა, რომ ყველაფერი სიზმარი ყოფილიყო. კოშმარი.

-თეჰიონ...-უნდოდა აეხსნა. თუმცა რა უნდა აეხსნა? თვითონაც კარგად იცოდა, რომ არაფრის ახსნას არ ჰქონდა აზრი.
-რას ნიშნავდა ეს?!-ხმა გაუმკაცრდა, სახე კი მთლად შეეცვალა.
-ვთამაშობდით და...-ჰოსაკმა სიტუაციის განმუხტვა სცადა, თუმცა თეჰიონმა გააწყვეტინა.
-არ მეძინა!-ფეხზე წამოხტა,-ჯანქუქ,-ახლა მას მიმართა და ბიჭმაც მაშინვე თვალებში ჩახედა. გუკი ახლა ყველაფერს ერთდროულად გრძნობდა, ყველაზე მეტად კი ნანობდა თავის საქციელს. იმას ნანობდა, რომ შეიყვარა. თეჰიონი? ის არაფერს გრძნობდა. არაფერს გაკვირვებისა და ოდნავი ზიზღის გარდა.
-რას გრძნობ ჩემ მიმართ?-ღრმა, ბოხი ხმით იკითხა. როგორ უნდოდა ჯანქუქს ეფიქრა, ხუმრობსო და იმავეს კითხულობდა ჰოსაკის თვალებშიც, თუმცა არ ხუმრობდა...
ახლა მთელი კლასის ყურადღება მათკენ იყო მიმართული და ეს კიდევ უფრო მოქმედებდა ჯანქუქზე. ჰოსაკზეც.მან იცოდა, რომ თავისი ბრალი იყო. მხოლოდ მან იცოდა... აი თეჰიონი კი კვლავ არაფერზე ფიქრობდა. მოსწონდა კიდეც კლასის ყურადღება, თვლიდა, რომ ჯანქუქის გამოაშკარავება საჭირო იყო.
-რას გრძნობ ჩემ მიმართ?!-კითხვა ახლა უფრო მკაცრად გაიმეორა.

The Door Of The Paradise (Completed)Donde viven las historias. Descúbrelo ahora