თავი 8

256 32 6
                                    

-შეყვარებულებს გვანან,-სევდიანი და ცინიზმით სავსე ხმით თქვა ჯანქუქმა. იუნგის ჩაეცინა და უმცროსთან ერთად, მანაც გახედა გვერდით მანქანაში მჯდარ ბენსა და ნამჯუნს.
-ყველა შენნაირი ნუ გგონია, ძმაო,-უცნაურად თქვა ისე, რომ გუკისთვის არ შეუხედავს.
-რა?-უმცროსმა გაიკვირვა, ვერ მიუხვდა.
-ყველას შენნაირად არ გაუმართლა, ჯანქუქ,-იუნგი ახლა თბილი ღიმილით იყურებოდა საქარე მინაში.
-ჰიონ, არ მომწონს თქვენი მინიშნებები!-უმცროსმა ისე ამოიხვნეშა, თითქოს ჰაერს მთელი სიბრაზე და ინტერესი ამოაყოლაო.
-გუკი, არაფერს განიშნებთ,-იუნგი თვალს არიდებდა უმცროს მეგობარს,-უბრალოდ... დაფიქრდი, კარგი? ასე არასდროს იქცეოდი... ყოველთვის ცდილობდი გაგეცნო ის, ვისთანაც ურთიერთობას იწყებდი...
-იუნგი...-გასაჩერებლად არ უთქვამს. არა, ეთანხმებოდა. მართალი იყო იუნგი, ჰოსაკიც და არ შეეწინაადეგებოდა.
-მინდა მიხვდე ვის უყვარხარ, ვის სჭირდები, ძმაო...

იუნგის სიტყგები ჰოსაკის რჩევას მიება და გამუდმებით მეორდებოდა ჯანქუქის გონებაში.
საწოლზე იჯდა, მუხლები მკერდზე მიებჯინა და მათზე ხელებმოხვეულს ნიკაპი მუხლებზე ჩამოედო.
ბაგეები ოდნავ დაეშორებინა ერთმანეთისთვის და ბნელი, აწყლიანებული თვალებით რაღაცას აკვირდებოდა. რაღაცას, რაც ოთახში არ იყო.
თვალს ხუჭავდა, მაგრამ გამოსახულებები არ ქრებოდა...

ხედავდა მერვეკლასელ ჯანქუქსა და თეჰიონს. ხედავდა ბედნიერ, უდარდელ მეგობრებს... დიახ, მიუხედავად იმისა, რომ მოგონებაში ჯანქუქი ანერვიულებული იყო, მაინც ბედნიერება იკითხებოდა მის სახეზე.

დავალება? ნუთუ ჯანქუქი ამაზე ღელავს? ეს ხომ თითქმის არასდროს ხდება... თუმცა ახლა აწუხებს დავალების უქონლობა...
-ჯანქუქ-ი,რა ხდება?-მის გვერდით თეჰიონი სწრაფად იკავებს ადგილს. როგორი უცხოა მისი პირით ნათქვამი 'ჯანქუქი', როგორი უცხოა მისი გამოხედვა, როცა უმცროსს უყურებს...
-არაფერი,-შავთმიანს არ უნდა უფროსი დაადარდიანოს, თუმცა თეჰიონიას ზედმეტად კარგად იცნობს...
-ისევ დავალება?-სიცილოთ ეკითხება.
-ისევ დავალება,-ჯანქუქსაც ეღიმება.
-კარგი, რა, გუკი,-ხელს მხარზე ადებს ქერა,-დაგეხმარები,-თბილი ღიმილით თქვა და ის მზერა მიანათა უმცროსს, ასე რომ უყვარს.
მერე უცებ გაჩერდა.
თმა ჰქონდა გასასწორებელი!
-მოიცადე,-სერიოზული სახით თქვა, მერე კი თხელი თითებით გუკის თმას შეეხო.
გული აუჩქარდა უმცროსს. იმ წუთას პირველად იგრძნო ის, რაც ბოლო დღეებში აწუხებდა. მაშინ მიხვდა რა სჭირდა, მაშინ გაანალიზა, რომ უყვარდა... უყვარდა არა ძმასავით, არამედ, ძმაზე მეტად...

The Door Of The Paradise (Completed)Where stories live. Discover now