არ შეიძლება ოცნება მუდამ ოცნებად დარჩეს. ოდესმე მას 'მიზანი' უნდა დაერქვას და უნდა ახდეს...
ყველაფერი იმდენად სწრაფად მოხდა, ვერც გააანალიზა ჯანქუქმა.
რამდენიმე წუთში გაჩნდა მათ წინ ორი მანქანა.
სიგნალების ხმა, ბავშვების ყვირილი, მასწავლებლების შეშფოთება... და მათ შორის მხოლოდ თეჰიონის ღრმა ხმას არჩევდა.
-ცოტაც მოიცადე, ქუქი, ცოტაც მოიცადე...-ძალიან, ძალიან შორიდან ესმოდა. მისი თბილი, ანერვიულებული გამომეტყველება ნელ-ნელა ქრებოდა. უყურებდა მის თაფლისფერ თვალებს და მათში საკუთარ ანარეკლს ხედავდა. დაკარგული სისხლი თითქოს სიცოცხლეს ართმევდა.
მერე დაბნელდა. თეჰიონის ხმაც გაქრა.გარშემო ეხვეოდნენ თეჰიონს, რომელიც ცრემლებს ვერ იკავებდა. ზიზღს არ მალავდა, როცა პოლიციის მანქანაში მჯდარ ზაკს უყურებდა. არ აპატიებდა! თუ ოდესმე ნახავდა, არ შეარჩენდა მომხდარს...
ალბათ, რომ არ ყოფილიყვნენ მისი მეგობრები, ახლა ზაკი ჯანქუქის ადგილას იქნებოდა, ჯანქუქი თეჰიონის, თეჰიონი კი ზაკის ადგილს დაიკავებდა ბორკილებით ხელზე...მეორე დილით, როცა გაიღვიძა, იგრძნო, მარტო არ იყო. ჯერ ნაცნობი სუნამოს სუნი იგრძნო, რომელიც უკვე წლებია მის გარშემო ტრიალებდა, მერე კი საავადმყოფოსი.
ღრმად ჩაისუნთქა. მერე დაინახა, როგორ ედო თავი თეჰიონს მის ხელთან. იგრძნო, მისი თხელი თითები როგორ ეჭიდებოდნენ. ჩაეღიმა, თბილი, მადლოერი ღიმილით.
თვალები დახუჭა და გაახსენდა ყველაფერი, რაც წინა დღეს მოხდა. გაახსენა, როგორ არ აცილებდნენ მეგობრები თვალს, გაახსენდა როგორ წაიყვანა ზაკმა... ისეთი ბრაზი შემოაწვა, როცა გაახსენდა რა გააკეთა მან, წამით ისიც კი დაავიწყდა მის გვერდით თეჰიონი რომ იყო.
თეჰიონი...
სწორედ მისი ხმა გაიგო, როცა ზაკთან იყო... დანარჩენებიც მასთან იყვნენ და... და იმ სიყვარულმა, მათ მიმართ რომ გააჩნდა, სულ დაავიწყა ზაკი...-ქუქი..?-თეჰიონის ხრინწიანი ხმა გაისმა. ჯანქუქმა მას დახედა და ოდნავ გაეღიმა.
-აქ ხარ...-უმცროსს ხმა გაუტყდა, სემს კი გაეღიმა. ისე გაეღიმა, როგორც ამას ადრე აკეთებდა...
-აქ ვარ,-იმდენად უცნაური ხმა ჰქონდა... იმდენას უცნაური, რომ ჯანქუქი ჭკუიდან იშლებოდა,-შენთან ვარ.***
ერთმანეთს გადახედეს. თვალებით ანიშნეს, კარგად გამოიყურებიო.
უფროსმა ხელი გაუწოდა უმცროსს და ჯანქუქმაც მაშინვე თავის მტევანში მოაქცია. თითები ერთმანეთში ახლართეს, სახლიდან გავიდნენ და იქ წავიდნენ, სადაც, როგოეც წესი, ძალიან ხშირად დადიოდნენ...
ჰოსაკის სახლა რომ მიადგნენ თეჰიონს ხელი ჰქონდა გადახვეული, თან ჯანქუქის ლავიწს ეთამაშებოდა.
კარი გაიღო და იქ ნაცნობი, მუდამ მომცინარი სახე დაინახეს.
ჰოსაკის სახეზე წამით გაკვირვებამ გადაირბინა. იცოდა. მხოლოდ მან იცოდა მათზე და მაინც უკვირდა... უკვირდა, ნუთუ ამდენი რამ იყო საჭირო იმისთვის, ასე რომ დაენახა?სახლში შეიპატიჟა. ისიმიც ფრთხილად შევიდნენ, თითქოს იმის ეშინოდათ, რაც მოელოდათ.
და მათი მოლოდინიც გამართლდა. ჯინი, ნამჯუნი, ბენი, თომასი, ჯიმინი, იუნგი... ყველა გაჩერდა მათ დანახვაზე. უყურებდნენ როგორ ჰქონდა თეჰიონს ჯანქუქისთვის ხელი გადახვეული. უყურებდნემ თეჰიონს და მის თვალებში ხედავდნენ იმას, რაც წლის დასაწყისში დაინახეს ჯანქუქის თვალებში.მათ მოახერხეს. თეჰიონმა და ჯანქუქმა ერთად შეძლეს... ზსეაღეს სამოთხის კარი. სამოთხის, რომელიც უდიდესი სიყვარულისგან შეიქმნა...
დასასრული.
არ ვიცი როგორი გამოვიდა... იმედია მოგეწონათ 💖 ვაპირებ მეორე ნაწილის გამოქვეყნებასაც, თუ გინდათ რა თქმა უნდა 💖 და კიდევ, თავები არეულადაა მგონი გამოქვეყნებული და რა მოვუხერხო არ ვიცი :დდ ბოდიშს გიხდით ამისთვის...💖
ВЫ ЧИТАЕТЕ
The Door Of The Paradise (Completed)
Фанфикახლის შექმნისთვის ხშირად ძველის დავიწყებაა საჭირო, ამას კი განადგურება მოყვება...