-ჯანქუქ!-ბიჭები კლასის ნაწილს უკვე მოშორდნენ.
-გუკი!-ჰოსაკის ხმას თეჰიონის ყვირილი ფარავს, გულში კი მხოლოდ ერთი ფიქრი უტრიალებს "გთხოვ, ჯანქუქ... გამოჩნდი..." ალბათ რომ ენახა ხელს აღარასდროს გაუშვებდა, აღარ მისცემდა წასვლის უფლებას...
-ჯანქუქ!-ხმას უფრო აუწია.
-ასე ცოტა ადრე რომ მოვქცეულიყავით ახლა, ალბათ გუკი ჩვენთან იქნებოდა,-იუნგიმ ჩვეული ხასიათი კიდევ ერთხელ გამოავლინა.
-მართალია!-თომიც დაეთანხმა და მანაც დაუძახა უმცროსს.
-ამის დედაც!.. გეყოფათ!-თეჰიონი მაშინვე გაჩერდა და ყვირილით მიუბრუნდა,-ვიცი! ვიცი რომ აქ იქნებოდა! ჩემთან იქნებოდა..!-ცრემლმომდგარი თავს ვეღარ აკონტროლებდა.
-ასე ცოტა ადრე რომ მოვქცეულიყავით, ახლა აქ არ ვიქნებოდით! გეყოფათ, ეძებეთ!-ჰოსაკიც გაღიზიანდა, ხელი მოხვია თეჰიონს, თუმცა აშკარა იყო, ამას თეჰიონის მხარდასაჭერად კი არა, საკუთარი თავის დასამშვიდებლად აკეთებდა.ზაკი უფრო და უფრო უახლოვდებოდა დაცემულ ჯანქუქს, თუმცა ადგომაში არ ეხმარებოდა.
გუკი კი ვერ დგებოდა. ფეხი სტკიოდა, ლურჯი შარვალი ნელ-ნელა წითლდებოდა და ტკივილიც იმატებდა.
-ზაკ, მორჩი!-წარბშეკრული უკვე თვალებში უყურებდა ბიჭს, რომელიც ცოტაც და თავის სახეს მისას შეახებდა.
-იცი რამდენ ხანს ველოდი ამას?!-ზაკის ჩურჩული ყვირილად ესმოდა...
-რ..რას..?ზაკი უკვე ძალიან ახლოს იყო.
თავისი სქელი ტუჩები ფრთხილად, თუმცა უხეშად შეახო ჯანქუქის.
უმცროსი მაშინვე უკან დაიწია
-რა ჯანდაბას აკეთებ!-წამოიყვირა და ადგომა სცადა. გამოუვიდოდა კიდეც, რომ არა ზაკის ძლიერი ხელები.
-იმას, რაც ადრე უნდა გამეკეთებინა!-ცივად უპასუხა, მის ზემოდან მოექცა და ისე განაგრძო,-იცი, რამდენჯერ მიცდია შენთან ისეთი ურთიერთობის დაჭერა, როგორიც მინდოდა?! რამდენჯერ მიცდია, თუნდაც ერთხელ მაინც მეკოცნა! შენ კი რას აკეთებდი?! თეჰიონი. თეჰიონი. თეჰიონი..! მხოლოდ ის! თამაშის დროსაც კიბის აარჩიე!
ESTÁS LEYENDO
The Door Of The Paradise (Completed)
Fanficახლის შექმნისთვის ხშირად ძველის დავიწყებაა საჭირო, ამას კი განადგურება მოყვება...