-ჯანქუქ-ი!
-ჯანქუქ-ი!
უმცროსს ერთი მხრიდან თომასი მიუჯდა, მეორე მხრიდან იუნგი.
წინ, თითქოს დამხმარე ძალად, ჯიმინიც ედგათ.
ჯანქუქი უყურებდა წინ მდგარ ქერას, გრძნობდა ბიჭების სიახლოვეს და შიში მთელ სხეულში უვლიდა. ეშინოდა, რადგან დიდი ხანია მათთამ ასე ახლოს არ ყოფილა, დიდი ხანია მათ მისთვის არ მიუმართავთ. დიდი ხანია, არაფერზე უსაუბრიათ...
-რ-რა ხდება?-დაბნეულმა იკითხა.
-რა და...-თომასმა დაიწყო, თუმცა ვერ გააგრძელა...
-ჯანქუქ, მოდი ამაღამ რაგბის ვუყუროთ,-თბილად დაიწყო იუნგიმ და ჯანქუქს ეუცხოა მისგან ასეთი ტონი.
-რა?-ახლა უფრო გაუკვირდა გუკის, ფეხზე ადგა და მათ წინ დადგა. ორივეს უყურებდა და მაინც ვერ ხვდებოდა რას ეუბმებოდნენ მათი თვალები,-რა შუაშია რაგბი შენთან?-უცნაურად ჩაილაპარაკა,-ან შენთან,-თომასსაც შეხედა.
-იდიოტო, ჩვენ არ ბთამაშობთ,-იუნგიმ წარბი შეკრა, თან ცდილობდააფრთხილად ელაპარაკა, რადგან დიდი ხანია მისთვის არ გაუცია ხმა...
ჯიმინი მიხვდა, ბიჭებს უჭირდათ ლაპარაკი.
უცნაური ღიმილით მიუახლოვდა მათ და გუკის გადახვია ხელი.
-ჯანქუქ-ი,-მანაც ასე დაიწყო და უმცროსს ხელი გადახვია. ჯანქუქს გული აუჩქარდა, თუმცა ჯიმინს ეს არ შეუმჩნევია,-საღამოს ჰოსაკი და თეჰიონი თამაშობენ.
ახლა კი მისი გული გაჩერდა.
-და მე რა შუაში ვარ?-ძლივს ამოილაპარაკა.
-გუკი, გაუხარდებათ შენი ნახვა...-ისევ ჯიმინმა თქვა.
-ჰიონ,-ნერვიულად გაიცინა, ალბათ, უფრო იმ გაკვირვებისა და სიბრაზის დასაფარად, ახალმა ამბავმა რომ გამოიწვია. ჯიმინის ხელი მოიშორა და ბიჭებს ოდნავ მოშორდა, მერე კი სახე შეეცვალა,-მათ არ ვაიმტერესებ და...
-მათ უყვარხარ,-იუნგის ბოხმა ხმამ სცადა მისი დაბრუნება.
-არა... არ ვუყვარვარ,-თითქოს თავისთვის უფრო თქვა უმცროსმა,-არ მინდა წასვლა...
და სანამ მის დასარწმუნებლად ძველი ახლო მეგობრები მის დასარწმუნებლას კიდევ რამეს იტყოდნენ, ახალმა 'ძმამ' მათ შორის მანძილი დაარღვია.
-რა ხდება?!-მკაცრი, ცივი ხმით იკითხა უცნობმა ნაცნობმა, თან ჯანქუქს ხელი მოკიდა და თავისკემ მიიზიდა.
-არაფერი,-ჯამქუქმა თქვა. ალბათ, როგორ უნდოდა იმ წუთას გაქრობა...
-ჯანქუქ...
-ჯანქუქ,-ზაკს იუნგიმ შეაწყვეტინა,-არ მაიმტერესებს რას ფიქრობ ან მას რა უნდა,-ზაკზე ანიშნა,-საღამკს, შვიდზე შენი სახლის წინ ვიდგები, შენ კი ჩემ მანქანაში იჯდები,-მხოლოდ ეს თქვა, მერე კი, თითქოს ერთ წამში ყველა გაქრა და გუკის წინ მხოლოდ ზაკი იდგა.
DU LIEST GERADE
The Door Of The Paradise (Completed)
Fanfictionახლის შექმნისთვის ხშირად ძველის დავიწყებაა საჭირო, ამას კი განადგურება მოყვება...