თავი 17

745 59 3
                                    

რამდენიმე ხნის შემდეგ, სიარულისგან დაღლილი, ისევ ჩამოვჯექი. ტურიზმის ლაბირინთს გარდა. წრეზე დავდიოდი და ვერსად ვიპოვე ბანაკისკენ ან თუნდაც ნებისმიერი ცივილიზაციისკენ მიმავალი გზა. უკვე იმედი გადამეწურა. ღამის გატარება ტყეში მომიწევს. ცოტაც და სრულიად დაბნელდებოდა.
უცებ შრიალი გავიგე და ფეხზე წამოვხტი. ხმა იმ ხის უკნიდან მოდიოდა, რომელთანაც მე ვიდექი. გული გასკდომაზე მქონდა. ადრენალინის მოზღვავებისგან თვალთ დამიბნელდა და გონებაც დამიცარიელდა. გული წამივიდა.
მეორე დღეს.
თვალები ელვის სისწრაფით გავახილე და ჰაერის ყლაპვით წამოვჯექი. სუნთქვა აჩქარებული მქონდა. ჩემს საწოლზე ჩამომჯდარი დემეტრე დავინახე.
-რა მოხდა? არაფერი მახსოვს...ბოლოს ტყეში ვიყავი...
-დამშვიდდი. ყველაფერი კარგადაა. ჯერ ბოდიში უნდა მოგიხადო. გუშინ ზედმეტი მომივიდა... ალკოჰოლის ბრალია-კისერზე ხელი მოისვა დემემ.-შენი წასვლიდან მალევე გამოვფხიზლდი. თავიდან ვიფიქრე, დაბრუნდებოდი. მაგრამ როცა დაბინდდა ავნერვიულდი და ბანაკში დაგიწყე ძებნა. რომ ვერ გიპოვე ბოლოს ვარიანტად ტყე დამრჩა. არ არის დიდი ტყე, ამიტომ არ ჩავრთე დირექცია ამ საქმეში....
-მადლობა...-ძლივს ამოვთქვი. ისე, ნამდვილად ვერ წაოვიდგენდი, რომ დემეტრეს ოდესმე მადლობას გადავუხდიდი. ისევ უხერხულობა. უცებ მარჯვენა ხელზე წვა ვიგრძენი და ხელს დავხედე. როგორც შევატყვე ტყეში დაცემისას დამეკაწრა და ოდნავ შესიებულიც იყო. შეუმჩნევლად საბნის ქვეშ შევყავი, რომ დემეს არ შეემჩნია. 

-კარგი. შენ წადი. მე დღევანდელ დღეს გამოვტოვებ.-ვუთხარი. დემეტრემ თავი დამიქნია და წავიდა. კოტეჯში მარტო დავრჩი. ისე ცუდადაც არ ვყოფილვარ, როგორც მეგონა. გადავწყვიტე ხელისთვის მიმეხედა. თუმცა, საბოლოოდ მხოლოდ ჩემი წამოღებული ბინტით შევიხვიე, რადგან პირველადი დახმარების ყუთი კოტეჯში არ მოიპოვებოდა. შეხვეული ხელის დაფარვის მიზნით, გრძელმკლავიანი, ფრიალა მაიკა ჩავიცვი და შემდეგ ისევ სახლის დალაგებას შევუდექი. გუშინ, ჩემი არყოფნისას დემეს თავისი ნივთები გადაუტრიალებია...ნეტავ, რას ეძებდა?

დემეტრე იმაზე მალე დაბრუნდა, ვიდრე ველოდი. სამზარეულოში ვიყავი, როცა ზურგს უკან მომესმა:

-როგორ ხარ?

შევხტი.-ვაიმე! გული გამიხეთქე!-დემეს გაეღიმა.-და ჰო, კარგად ვარ. დიდი არაფერი იყო.-მარჯვენა ხელით ჩამოშლილი თმა ყურთან გადავიწიე. დემე ხელზე მომაშტერდა. მეც გავშეშდი, როცა გავაანალიზე, რომ ჩემი პატარა საიდუმლო ასე მალე გამჟღავნდა. მაღლა აწეული ხელის გამო მაიკის სახელო იდაყვამდე ჩავიდა და ნატკენი ხელიც გამომიჩნდა.

-.....

-ეს რა... მე გაგიკეთე?-დემეს სევდიან ხმაზე გულში ჩხვლეტა ვიგრძენი.

-არა..არა. რა შენ?! ტყეში წაქცევისას დავიზიანე...თან საშიში არაფერია...-სახელო მაჯისკენ დავქაჩე.

-დამანახე...-იდაყვში ხელი ჩამავლო და ხელს დახედა. როცა ხელის გამოქაჩვა ვცადე დაამატა:

-გთხოვ...-ისევ ეს ხმა...ვაი გული!! 

სახვევი ნელ-ნელა მოვიხსენი და იმედი მქონდა, რომ ნატკენი სასწაულებრივად აორთქლდებოდა. მაგრამ არა! რა თქმა უნდა, ისევ ისე იყო. დემეტრეს ხმა არ ამოუღია. უბრალოდ ნაზად შეეხო ამ საშინელებას.

-აუ...-ხელი შევატოკე. მეტკინა...ეს იმის ბრალია, რომ დილასვე არ გავედი გარეთ პირველადი დახმარების ყუთის საშოვნელად.

-ოუ....ძალიან ცუდად გამოიყურება. წამოდი, ექიმს ვაჩვენოთ!

-არ მინდა, ჩემითაც მოვუვლი.

-ჰო, გეტყობა როგორც მოუარე.-ჩვეული ირონია დაუბრუნდა ხმაში დემეს. 

დანებების ნიშნად ამოვიოხრე და სკამზე დავჯექი. ის კი საძინებელში შებრუნდა და 5 წუთში სპირტით და ბამბით ხელში  დაბრუნდა. 

-რა..? საიდან?

-მე წამოვიღე. ხანდახან მჭირდება ხოლმე.-ჰოომ, ამაზე ის გამახსნედა, მთელი სკოლა ჩხუბში რომ იყო ჩართული. ამიტომ არ გამიკვირდა.

ჩემთან ახლოს საკმზე დაჯდა და სპირტიანი ბამბით ნელა დამიწყო ნაკაწრების გაწმენდა. ხელი ამეწვა. თან ძალიან! კბილები ერთმანეთს დავაჭრე და ხელებიც მოვმუშტე. დემემ როგორც იქნა შეწყვიტა ჩემი ბამბით და სპირტით "წამება"და ფრთხილად შემიხვია ხელი.

-მადლობა!-ეს სიტყვა დღეს უკვე მეორედ ჩავიბურტყუნე.




ცხოვრება ახალგაზრდების წესებითWhere stories live. Discover now