თავი 14

703 76 1
                                    

-ყველაფერი სკოლის საიტზე დევს.

გაკვირვებულმა ჯიბიდან ტელეფონი ამოვიღე და საიტზე შევედი.

ბიჭებს მაგრად მოუწყვიათ ყველაფერი. 

ამ რამდენიმე დღეშიც ბევრი სიახლე დაუდიათ. უკვე 900 მომხმარებელი ყავს. ჩვენ სკოლაში კი 3000 ბავშვია, ანუ ყველაფერი წინაა. სიახლეებს ჩამოვუყევი და ერთი სათაური თვალში მომხვდა: "სკოლის აიდოლები დაპირისპირდნენ!"-თან ჩემი და დემეტრეს ფოტო იდო, როცა დემეტრე თეფშს ძირს ახეთქებდა.ამ მომენტში მე ჯერ კიდევ გაბრაზებული გამომეტყველება მქონდა და შიში გამომეტყველებაში ჯერ არ შემრეოდა. ცოტა ხნით ჩემს გამწარებულ სახეს მივაშტერდი, მერე კი ტელეფონი ჯიბეში ჩავიდე და მოგვიანებისთვის გადავდე ჭორების კითხვა. ელენე გადავკოცნე და კოტეჯისკენ გავემართე. "ჩვენი" კოტეჯის კიბეებზე დემე იჯდა და ტელეფონს ჩაჩერებოდა. ჩემი ნაბიჯების ხმა გაიგო და თავი აწია.

-აჰა.-გასაღები გადავუგდე და მანაც ჰაერში დაიჭირა. წამოდგა. ბარგი გამომართვა და კარები გააღო.

-უკვე მთელმა სკოლამ იცის ჩვენს ჩხუბზე.-სხვათაშორისოდ გამომძახა დემემ ზღურბლზე გადაბიჯებისას. მე ისევ სკოლის საიტზე ვიქექებოდი.

-ჰო, ანუ შენც ნახე პოსტი.-ტელეფონიდან არ ამომიხედია ისე ვუთხარი. 

უცებ შუა ოთახში შევჩერდი და გაოცებისგან პირი დავაღე. რამოდენიმე წამის წინ დადებული პოსტი ამომიხტა: "პოპულარული წყვილი ცალკე კოტეჯში გადასახლდა." ქვემოთ კი ისევ ჩემი და დემეს ფოტო დევს. ზუსტად წუთის წინ გადაღებული ფოტოა.

დემეტრემ ბარგი დადო და შემობრუნდა.-რამე მოხდა?

ხმა არ გამიღია. უბრალოდ ტელეფონი გავუწოდე. დემეს სახე შეეცვალა.-არა, ეს უკვე ზედმეტია!

კარების მხარეს მყოფ ფანჯარას მივვარდით. ახლომახლო არავინ იყო. ამოვიოხრე. ფანჯარას ფარდები ჩამოვაფარე და ახლაღა გამახსენდა ოთახის დათვალიერება. დანარჩენი კოტეჯებივით მყუდრო იყო, ყველაფერი ხისგან დამზადებული. საძინებელში, რომელიც შემოსასვლელი კარებიდანაც ჩანდა ორი ერთადგილიანი საწოლი იდგა. შეტყუპებული. გული გადამიქანდა. სასწრაფოდ დავაშორე საწოლები ერთმანეთს. ტუმბოს დრო რომ მოვიდა ვერ დავძარი და მაშინ შევამჩნიე კარის ჩარჩოზე მიყრდნობილი დემე. რომელიც ალბათ კარგა ხანს მიყურებდა და ერთობოდა.

-რას მიყურებ? მომეხმარე რა!-თხოვნის თუ წუწუნის ნოტები შევნიშნე საკუთარ ხმაში.

დემეტრეც თითქოს თხოვნას ელოდაო. მაშინვე მოაწესრიგა ყველაფერი. 

-ჰო... ისა... ბოდიში დღევანდელზე.-დემეტრე წამით გაშეშდა. შემდეგ კი განაგრძო ავეჯის გადადგმა.-საშინლად მოვიქეცი. ამას გულწრფელად გეუბნები.

-არაუშავს...მეც ზედმეტი მომივიდა.-თქვა და რადგან მორჩა გადაზიდვებს, საწოლზე ზურგით გადაწვა. მეც ჩემთვის განკუთვნილ საწოლზე წამოვწექი. ვერ მოვისვენე და ისევ სკოლის საიტზე შევედი.



ცხოვრება ახალგაზრდების წესებითDove le storie prendono vita. Scoprilo ora