თავი 3

815 66 2
                                    

-დემეტრე მაისურაზე სადაა?-კითხვაზე მეტად ბრძანებას გავდა ეს სიტყვები.

-მე რა..? ვალდებული ვარ ანგარიში ჩაგაბარო?-ასეთ უხეშობაზე მეც უხეშობით ვუპასუხე. ბიჭი დაიძაბა და კიდევ უფრო მომიახლოვდა. ამ დროს კატომაც თავი წამოყო და გვერდით ამომიდგა.

-რამე პრობლემა გაქვს?-მკაცრად შეხედა კატომ. აშკარად ყველაფერი რთულად განვითარდებოდა დემეტრე რომ არ შემობრუნებულიყო კლასში.

-შეეშვი.-მისმა ბოხმა ხმამ სამივე ჩვენგანის ყურადღება მიიქცია.

უცნობმა უხალისოდ მიაჩეჩა დემეტრეს პარკში გახვეული რაღაც.

ამის დანახვაზე თვალები მოვჭუტე, შემდეგ კი გავაფართოვე და შეშინებულმა გავიფიქრე: "არა! ოღონდ ეს არა! ეს ის ვერ იქნება...ნარკოტიკები?!" უკვე გონებაში ვყვიროდი და თან პარკს თვალს არ ვაშორებდი. დემეტრეც თითქოს ფიქრებს მიმიხვდა და პარკი მერხზე დადო, რასაც უცნაური ჭახანი მოჰყვა. შევხტი. "ლითონი?! აუფ...მგონი ეს უარესია!". დემეტრემ ირონიულად ჩაიღიმა (ალბათ ყველაფერი სახეზე მეწერა), კლასში ბავშვები შეკრიბა და გამოაცხადა:

-დღეს სკოლის დამთავრების შემდეგ გოგონებო სკოლის ახლომახლო არ გაჩერდეთ. არც პარკში და არც გარშემო. ბიჭებმა სიტუაცია კარგად იცით-თან პარკიდან რამოდენიმე კასტეტი ამოიღო.-დღეს ჩხუბს ვერ ავცდებით, ამიტომ მთელი სკოლა ემზადება ამისთვის.

ბიჭები კლასიდან გავიდნენ, გოგოებიც ცოტა ხანში დაიფანტნენ. ზოგი შეყვარებულს გაეკიდა, ზოგი-ძმას და ა.შ. გაოგნებულმა კატომ გადმომილაპარაკა:

-ოჰოო! დემე ნახე რა! უცებ არ დაეტყო ლიდერობა?

-ესეიგი "დემე" ჰო?-გამეღიმა.

-ოოო, კარგი რა! არ იეჭვიანო! დაქალს ბიჭს ხომ არ აგახევ?-თვალები ამითამაშა კატომ.

გამწარებულმა მოხითხითე კატოს პენალი გავუქანე.

................................................................................................................................................................

მეორე დღეს ბიჭები დალურჯებულები მოვიდნენ სკოლაში, თუმცა მოწინააღმდეგეები სავარაუდოდ უარეს დღეში ჩააგდეს.

კლასისკენ მივდიოდი, როცა დერეფნნის კუთხეში დემეტრეს და იმ "უცნობის" ლაპარაკი მომესმა.

-ბიჭო, ის გოგო რომაა...შენი კლასელი, გუშინ რომ შელაპარაკებასავით მოგვივიდა....მოკლედ დამევასა რა!-გადაულაპარაკა ზემოთხსენებულმა უცნობმა, რომელიც ალბათ დემეტრეს ძმაკაცი იყო.-მე კედელს ავეკარი და მივაყურადე.

-რომელი კლასელი?-დემეტრეს ხმაში ოდნავი დაძაბულობა შევნიშნე.

-ქერა.

-ჰოო...-მომეჩვენა, თითქოს დემეტრემ ამ სიტყვას სუნთქვა ამოაყოლა.-კარგი, გავედი მე და თუ რამე ეგ გოგო შენი იყოს. თავისუფალია. თუ არადა-იქნება.-ამაზე ორივე ძმაკაცს ჩაეღიმა.

მე კი მათ დიალოგზე ირონიულად ჩავიფხუკუნე და გადავწყვიტე კატოსთვის არაფერი მეთქვა.

ცხოვრება ახალგაზრდების წესებითDove le storie prendono vita. Scoprilo ora