თავი 27

654 63 2
                                    

-პაციენტი გონზეა, მაგრამ მალე კიდევ ერთი ოპერაციისთვის უნდა მოვამზადოთ. თუმცა, შეგიძლიათ მანამდე მოინახულოთ.

თავი ჩავხარე. რა თქმა უნდა მე ვერ ვნახავდი და ამაზე წუწუნს არც ვაპირებდი. ისე საშინლად მოვექეცი...თან ისედაც მოკლე დრო ოჯახის წევრებისთვის იყო განკუთვნილი.

დემეტრეს დედა წამოდგა.

-პირველად შენ შედი, შვილო.-გაოცებულმა შევხედე.

-არა, რას ამბობთ, ქალბატონო...

-უბრალოდ ირინა დამიძახე.-სათნოდ გამიღიმა. მთელი გულით ჩავეხუტე ამ უძლიერეს ქალს და პალატის კარები სასწრაფოდ შევაღე. 

დემეტრეს მოვკარი თვალი, რომელიც საწოლზე იწვა და ათასნაირ მილზე იყო შეერთებული. ამის დანახვამ გული მომიკლა. დემეტრემაც შემომხედა და სახე შეეცვალა.

-დემე...-დავიწყე გაბზარული ხმით.

-არა. ერთი სიტყვაც არ თქვა! უბრალოდ წადი, გაიგე?!

ხმა ვერ ამოვიღე. ადგილიდანაც ვერ დავიძარი.

-წადი!-დამიყვირა გაცეცხლებულმა. 

ცრემლები მომაწვა. დავდახრილი გავეცალე იქაურობას.სანამ დემეს ვნახავდი, გავიგე, რომ ნია და მისი მშობლები გიგას მოუყვანია საავადმყოფოში და მთელი ეს დრო მანქანაში იცდიდა. მასთან ჩავედი. გიგამ მანქანისკენ მომავალი რომ დამინახა, გადმოვიდა და გულში ძლიერად ჩამიკრა. მეც მისი მაისური ჩავბღუჯე და ტკივილისგან პატარა ბავშვივით ავბღავლდი.  

--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

ჰოო...ვიცი, რომ ძალიან პატარა თავია, მაგრამ ყველაფერი დასასრულს უახლოვდება, ამიტომ მეპატიება :3 ხვალ დილასვე დავდებ ახალ თავს! ყველა ძალიან მიყვარხართ და ვაფასებ თქვენს აზრს! 

ცხოვრება ახალგაზრდების წესებითWhere stories live. Discover now