თავი 28

667 58 6
                                    

დემეტრეს POV

პალატაში გავახილე თვალები. ექიმი დავინახე, რომელიც თავზე მედგა და მონაცემებს ათვალიერებდა. წამოჯდომა ვცადე, მაგრამ ფეხები ვერ გავამოძრავე. თეთრეულის შარიშურზე ექიმმა სასიცოცხლო მაჩვენებლებს თვალი მოსწყვიტა. მისმა არაფრისმთქმელმა გამომეტყველებამ გამაღიზიანა, მაგრამ არ შევიმჩნიე.

-ბატონო დემეტრე, თქვენი ფეხები...

-ვიცი. მაგდენს ვხვდები. სიარულს შევძლებ?

-....

-მიპასუხეთ!

-ძალიან მცირე შანსია. დიდი დრო დაჭირდება...

ასეთი დაბნეული ექიმი პირველად შემხვდა.

-ანუ ვეღარ გავივლი.-ხმა მტკიცე მქონდა, მაგრამ ჩემში შინაგანად ყველაფერი დაინგრა. მე თუ სისუსტე გამოვამჟღავნე, ჩემს გარშემო მყოფებსაც გავანადგურებ... ისიც კმარა, რომ ამირიდან ტვირთად დავაწვები მშობლებს....დას....მეგობრებს....

ექიმმა თავი დამიქნია. რეაქციის გამოსახატად დრო არ მქონდა, რადგან პალატაში მარი შემოვარდა. ეს ულამაზესი თვალები ჩაწითლებოდა, უპეები ჩაშავებოდა და სახე შეშლოდა. განადგურებული იყო.შევხედე და ტკივილისა და ბრაზის ახალმა ტალღამ დამიარა. "მისნაირ გოგოს არ ვიმსახურებ. არც ის იმსახურებს ჩემნაირ საშინელ ადამიანს. მასაც ტვირთად ვერ დავაწვები." ბოლო დონის არამზადასავით მოვიქეცი და მარი ვუყვირე. არადა ის არაფერ შუაშია.... ჩემი ემოციები ჩემს საყვარელ ადამიანზე გადმოვანთხიე და ამით მას გული ვატკინე. ჩემი თავი შევაძულე...მაგრამ ალბათ ასე სჯობს....მისთვის.

მარი პალატიდან ატირებული გაიქცა. მე კი ყბები ერთმანეთს მაგრად დავაჭირე და ჭერს გავუშტერე თვალი. ცხელმა ცრემლებმა კი ბალიშისკენ გაიკვალეს გზა. ეს ყველაფრის დასასრულია.

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

ჰელოუ ეგეინ. მოთხრობა დასასრულს უახლოვდება. ხვალ დავდებ უკანასკნელ თავს და ისტორიაც დამთავრდება.

ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.



ცხოვრება ახალგაზრდების წესებითWhere stories live. Discover now