ყველაფერი იდეალურად მიდიოდა. მე და დემეტრე სულ ერთად ვიყავით და ერთმანეთს თვალებში შევციცინებდით. გიგასთან, ნიასთან და ელენესთან ერთად უმაგრეს დროს ვატარებდით.
სანამ....
დილა
კოტეჯიდან გამოვედი. გაღვიძებისას ტუმბოზე დემეტრეს მიერ დატოვებული წერილი ვნახე, რომელშიც მეუბნებოდა, რომ ტყის ბილიკთან მივსულიყავი.
ვერ მივხვდი რა საჭირო იყო იმ ადგილას შეხვედრა და რატომ არ მითხრა პირდაპირ აქ, კოტეჯში, მაგრამ მაინც ჩავიცვი და იმ ბილიკისკენ წავედი, რომელიც ტყესთან მისასვლელად ერთადერთი იყო.
ვიფიქრე, გასეირნება უნდოდა. ამიტომ იმ სცენამ, რაც სინამდვილეში იქ დამხვდა, ძალიან გამაოცა...უფრო ზუსტად კი, გამანადგურა.
ყველაზე საზიზღარი რამ დავინახე, რაც კი შემეძლო ოდესმე წარმომედგინა: დემე და ნუცა ერთმანეთს კოცნიდნენ. დემემ უხეშად მოიშორა ნუცა და ის იყო წარბები შეკრა, რომ მეც დამინახა და ზუსტად ისევე გახევდა, როგორც იმ მომენტში-მე. ორიოდე წამი ხმა არცერთს ამოგვიღია. თვითკმაყოფილმა ნუცამ სარკეში პომადის გასწორება დაიწყო და აქ გადამეკეტა. ცარიელი გამომეტყველებით შევბრუნდი და კოტეჯისკენ ბილიკს გავუყევი.
-მარი!..-დემეს ხმა მომესმა, მაგრამ ყურადღების მიქცევა არ მინდოდა. "ეს დღეები რას ნიშნავდა? რას და იმას, რომ ჩემით ითამაშა, გაერთო, თავის კარგობაში დამარწმუნა, შემდეგ კი ცხოველურ ინსტინქტს ვერ გაუძლო და სკოლის ყველაზე დაბალი დონის (მენტალურად დაბალს დონეს ვგულისხმობ) ადამიანთან.... აღარც მინდა იმ საზიზღრობის ხსენება. დარჩეს ნუციკოსთან!" მასთან 1 წუთით გაჩერებაც აღარ მინდოდა. ყველაფერი ჩემოდნებში ჩავტენე და შემოსასვლელში მივყარე. თვალებში წვა ვიგრძენი, მაგრამ ამის გამო ტირილი არ მიღირდა... ნუცას გამო ტირილი არ მიღირდა. შებრუნებისას ზღურბლთან დემეტრე დავინახე. წაშლილი სახით. რა თქმა უნდა, ის ხომ გამოიჭირეს!
-არ წახვიდე...გთხოვ!
-თუ ორმაგ თამაშს თამაშობდი წერილის დატოვებას რა აზრი ქონდა?-მისი სევდიანი ხმა დავაიგნორე და პირდაპირ მივახალე.
-რაზე ლაპარაკობ?
-კარგი რა, არ გვინდა მეტი ტყუილი.
-მისმინე!-მკლავში ხელი ჩამავლო და მეც ავხედე.-წარმოდგენა არ მაქვს რაზე ლაპარაკობ!
გამწარებულმა წერილი ჯიბიდან ამოვიღე და პირდაპირ სახის წინ ავუფრიალე. თან მკლავი გამოვქაჩე და მანაც ხელი გამიშვა. კოტეჯიდან გასვლისტანავე გიგას მესიჯი მივწერე, ცოტა მოვატყუე...მაგრამ ასე კონფლიქტს ავიცილებდი. უბრალო 'ცუდად ვარ და თბილისში ვბრუნდები. სანერვიულო არაფერია. რომ ჩამოხვალ აგიხსნი.'-თი შემოვიფარგლე ბანაკის ტაქსი ავიყვანე (რომლებიც მოსწავლეებისთვის არა იყო განკუთვნილი, მაგრამ ვის ადარდებს.) და რამდენიმე საათში თბილისში ჩავედი. დედა ამ დროს სახლში უნდა ყოფილიყო. ამიტომ პირდაპირ შევაჭერი და დედას ჩავეხუტე. თავიდან ძალიან გაუკვირდა და ვერ გაიგო, ასე უეცრად რატომ დავადექი, მაგრამ მაინც დამამშვიდა. როცა ოდნავ დავწყნარდი, ყველაფერი მოვუყევი და გულიც მოვიოხე. არდადეგები უკვე დაწყებული იყო, ამიტომ საქმე არ მქონდა. არც სკოლაში დემეტრესთან შეხვედრის დარდი მქონდა, ამიტომ კატოს, შემდეგ კი ელენეს და ნიას დავურეკე და ყველაფერი მოვუყევი. ელენე და ნია კი დავაფიცე, რომ არაფერს ეტყოდნენ არც დემეტრეს და არც გიგას.
YOU ARE READING
ცხოვრება ახალგაზრდების წესებით
Romanceპროლოგი\\ **-ე სკოლა "მდიდრების სკოლაა". აქ არავის აინტერესებს სწავლა. მთავარია ფული და კარგი სამეგობრო წრე (უფრო სწორად გაჩითული სასტავი). ამ სკოლაში ყველაზე პოპულარული მეგობრები არიან 11-1 კლასის მოსწავლეები: მარი, სანდრო, კატო და ლუკა.