1

2.8K 94 1
                                    

გამარჯობა! მოკლედ მე ლილიან ჰემინგი ვარ, დიდად არ მიყვარს ჩემი თავის დახასიათება ან ქება, მაგრამ გეტყვით, მე ვარ მაღალი, გამხდარი, ყავისფერ თვალება გოგონა, თმების ფერს ყოველთვის ვიცვლი, ამიტომ ვერ გეტყვით ზუსტ ფერს, მგონი არც ისე შეუხედავი ვარ, ბევრი მეუბნება რომ ლამაზი ვარ, მაგრამ მე ასე არ ვთვლი. ადვოკატი ვარ, ძალიან ძლიერი ადვოკატი, მიუხედავად იმისა რომ 24 წლის ვარ 52 საქმიდან არცერთი არ წამიგია, მიყვარს როდესაც ვიგებ, სასიამოვნო შეგრძნებაა, ბევრი შემოთავაზება მაქვს, ეს შემოთავაზებები უამრავი ცნობილი ხალხისგანაცაა, ჰონორანიც ანუ ხელფასიც ასევე მაღალი მაქვს, ისეთ საქმეს არ ვიღებ, თუ ძნელი არ არის, როცა საშინლად ჩახლართულია საქმე, ეს აზარტს მმატებს, მიყვარს როცა ვუყურებ ჩემი მოწინააღმდეგეების სახეებს, გაოცება, გაკვირვება, და ზიზღი, მაგრამ მე ეს არ მადარდებს ბევრი ამბობს რომ უხასიეთო ძუკნა (bad bitch) ვარ, მაგრამ არც ეს მაინტერესებს, კონცენტრირება მხოლოდ ჩემს სამუშაოზე მაქვს მოხდენილი, ზუსტად ხალხის ასეთი დახასიეთება მანიჭებს სახელს, არასდროს მყვარებია ვინმე, მითუმეტეს იმის შემდეგ რაც მშობლები მომიკლეს, დღესაც ვიძიებ ამ საქმეს, მაგრამ ჯერ-ჯერობით ვერაფერს ვაკეთებ, რაც ჭკუიდან მშლის, მამაჩემი ერთ-ერთი ცნობილი და მდიდარი ბიზნესმენი იყო, ასევე ამას ისიც ემატებოდა, რომ უამრავი მტერი ჰყავდა, კარგი გვეყოს ჩემს თავზე საუბარი, დანარჩენს კიდევ გაიგებთ...
დღე 1
გათენდა, მეზიზღება თითოეული დღე, მაგრამ სიცოცხლე უნდა გავაგრძელო და ვიპოვო ჩემი მშობლების მკვლელი, გუშინ ერთი საქმე მომივიდა, საკმაოდ რთული და საქმის პატრონებიც სრული გადარეულები არიან, სტაილსების ოჯახი, ჯეიმს სტაილსი, დაუნდობელი ადამიანი, რომელსაც არავინ აინტერესებს ოჯახისა და თავისი ბიზნესის გარდა, ანე სტაილსი, ამ ქალზე ვერაფერს ვერ ვიტყვი, როგორც ვიცი ეს ქალი ძალიან სასიამოვნო და კარგი ადამიანია, დედაჩემისგან ვიცი, ხო დამავიწყდა, სტაილსები და ჰემინგები ძალიან კარგი კომპანიონები იყვნენ, მამაჩემი და ჯეიმსი კარგი მეგობრები იყვნენ, დედაჩემი და ანე კი დიდი ხნის დაქალები, დააა ბოლოს ჰარი სტაილსი, ამაზრზენი ადამიანი, უგულო, დამცინავი ხასიათის, ყველას ზემოდან უყურებს, ამბობენ ისეთი არ არის როგორიც ჩანსო, მე ამის არ მჯერა, ჩემი ოჯახისგან, რომ პატარაობაში მე და ჰარი სულ ერთად ვიყავით, ერთად ვთამაშობდით, მაგრამ შემდეგ ისინი ნიუ იორკში გადავიდნენ საცხოვრებლად, მე ჰარი სტაილსი მაინც მძულს, მაგრამ მისი სიძულვილი ამ საქმეს არ წაადგება.
სტაილსების საქმე დიდად წმინდა არაა, ანუ ისინი ბინძურ საქმეებში ერევიან, რასაც დიდი წინააღმდეგობაც მოჰყვება, მათაც ბევრი მტერი ჰყავთ, დღეს მათ სახლში მივდივარ, საქმეს გავეცნობი და ალბათ დავთანხმდები,ჩავიცვი (როგორც ფოტოზეა) ავიღე პატარა ჩანთა, მანქანის გასაღები და სახლიდან გამოვედი, 2017 წლის bmw-ში ჩავჯექი და სტაილსების სახლისკენ ავიღე გეზი, მიყბარს ექსტრემი, სისწრაფე, სიმაღლე და რისკი, ახლაც 180-ით მივქრივარ, მუსიკაც ბოლო ხმაზე მაქვს აწეული, მიხარია რომ ლონდონის გზები თავისუფალია, რაც ჩქარა სიარულში ხელს მიწყობს...
მანქანა უზარმაზარ და მდიდრულ სახლთან გავაჩერე, ვერაფერს დაუწუნებდი, მანქანიდან გადმოვედი და მოკლე კაბა და ტოპი გავისწორე, დიდ ჭიშკართან (ალბათ სწორია) მივედი და ზარი დავრეკე, დაცვამ კარები მაშინვე გააღო და ეზოში შემიძღვა, კარზე დააკაკუნა და ახლა ჩემი თავი მოსამსახურე პერსონალს მიანდო, ვერ ვხვდები ამით რის მიღწევას ცდილობენ, ჰგონიათ გავიქცევი და ამ სახლს გავძარცავ თუ ვინმეს დავესხმები თავს, ამ ფიქრებზე ჩამეღიმა, მაგრამ როდესაც დიდ მისაღებ ოთახს, ან უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვი დარბაზს მისაღებ დარბაზს, სახეზე ცინიკური ღიმილი მივიკარი, ჩემი გამოჩენისთანავე სამი ადამიანი წამოდგა ფეხზე, აქა-იქ დაცვებიც იდგნენ, სტაილსები და მიმდებარე გარემო შევათვალიერე და მათ მივუახლოვდი, არ შემიხედავს ისე ვიგრძენი ჰარის თვალები ჩემს სხეულზე როგორ დასრიალებდნენ, რაც არ მესიამოვნა და ამ საქციელმა კიდევ უფრო შემაზიზღა იგი.
ჯეიმსი: კეთილი იყოს შენი მობრძანება დაუნდობელო ჰემინგ!_ დიდზე გამიღიმა და ის გააკეთა რასაც არ მოველოდი, ჩამეხუტა, დიახ ჩამეხუტა და ეს მესიამოვნა, მართლა მესიამოვნა, დიდი ხანია არავინ არ ჩამხუტებია, მეც მოვხვიე ხელები, შემდეგ კი ანეს მივესალმე და მისი თბილი ხელები, რომლებიც მის სხეულზე მჭიდროს მიკრავდნენ, ამაზე კი თვალები კინაღამ ამიცრემლიანდა, არ მეგონა ეს ოჯახი ასეთი თუ იქნებოდა, თბილი და კარგი, ანეს ფრთხილად მოვშორდი და ჯერი უმცროს სტაილსზე დადგა.
ჰარი: სასიამოვნოა შენი კვლავ ნახვა ლილიან!
და თავაზიანად მეამბორა ხელზე, როგორ ვერ ვიტან აფერისტ ხალხს.
ლილიანი: სასიამოვნოა თქვენი ნახვა, თქვემზე ბევრი მსმენია, ახლა კი დროა სამეზე გადავიდეთ.
და გავიღიმე, მათი ნასიამოვნები სახის დამახვა და ჩვენი დივანზე დაჯდომა ერთი იყო...

÷÷÷÷÷÷÷÷÷÷÷÷÷÷÷÷÷÷÷÷÷÷÷÷÷÷÷÷÷÷÷÷
მოკლედ გამარჯობა ყველას! დიდი ხანია ვფიქრობ დამეწყო თუ არა წერა, საბოლოოდ კი გავბედე, იმედი მაქვს ვინმე მაინც წაიკითხავს ამ მოთხრობას და თუ მოგეწონებათ დააკომენტარეთ და ვეცდები ხშირ-ხშიარდ დავდოო!! დღეს საღამოს ალბათ ახალი თავი დაიდება, მიყვარხართ!!🖤💛🖤💛🖤💛🖤

Advocate (H.S fanfiction🖤) ComplitedWhere stories live. Discover now