წინა თავში:
რასნიშნავს ჩვენი სახლი? მოიცა.. მეი დაფიქრდი..
შეკრება..ქორწილი.. "ჩვენი"სახლი.. სწრაფად მოვწყდი ადგილს და კრების კაბინეტში შევარდი...
***************
კრების კაბინეტში ჩანგბინი, იანი, მინჰო და ექსოს მენეჯერი იყო.
- რასნიშნავს ეს ყველაფერი? - პირდაპირ ყვირილზე გადავედი, ღმერთო როგორ მინდა ეხლა ვინმეს რამე გადავატეხო
- მეი დაწყნარდი - სრულიად მშვიდი ტონით მითხრა ჩანგბინმა რამაც სულ გადამრია.
- დავწყნარდე? როგორ დავწყნარდე? მინჰო ეს შენც იცოდი ხომ ასეა? - მინდა რომ მოტოციკლს შემოვაჯდე და რაცშეიძლება სწრაფად გავიქცე აქედან, მაგრამ
მერე მახსენდება რომ მოტოციკლიც არმყავს და უფრო მეშლება ნერვები
- არა მეც ეხლა გავიგე - ნაწყენი ხმით მითხრა..
- როგორ შეგეძლოთ ესეთი გადაწყვეტილება ჩემს გარეშე მიგეღოთ? მითუმეტეს იცით როგორი დამოკიდებულება მაქვს ესეთი რაღაცეების მიმართ!
- მეი.. დარწმუნებული ვარ გაგვიგებ.. ეს შენი სამუშაოა.. - მშვიდ ტონს ინარჩუნებს ჩანგბინი
- რათქმაუნდა.. სამუშაო, სამუშაო.. ყველა სამუშაოზე ფიქრობთ, და იმისთვის რომ ეს კაცი - ექსოს მენეჯრს შევხედე - და იდიოტი ჯონგინი რომელიც თავის თავზე შეყვრებული დეგენერატი ბიჭია ასიამოვნოთ ,ყველაფერს აკეთებთ! მეი ყველას ფეეხებზე გკიდიათ! ყველაზე უკეთ მიცნობთ - ეხლა მინჰოს და ჩანგბინს შევხედე- როგორ შეგეძლოთ ეს გაგეკეთებინათ?
- საკმარისია! - დაიყვირა ჩანგბინმა რაზეც ყველა შეხტა ჩემსგარდა. - ამაზე სახლში დავილაპარაკებთ! ეს მხოლოდ პიარია!
- შენ მხოლოდ მამაჩემზე ფიქრობდი! გეცოდებოდა უპატრონოდ მიგდებული 16 წლის გოგო რომელსაც ძლივს მიუსწარი! აი ეს არის სიმართლე! - მოვტრიალდი კარებში უნდა გავსულიყავი როცა ისევ იმ ყვინჩას დავეტაკე, მოშაო გაკვირვებული თვალებით მიყურებდა, ზიზღით სავსე სახით შევხედე, მხარი გავკარი და გამოვედი, კომპანიის საწყობში უნდა წავიდე, მოტოციკლი მჭირდება..
"ჩემთან სექსი თუგინდოდა პირდაპირ გეთქვა რასააჭირო იყო ქორწილი? დღეს ვერა ძაან დაღლილი ვიყავი მაგრამ ხვალ წაგიყვანდი ჩემთან და ეგ იქნებოდა"
თავში ჯონგინის სიტყვები ამომიტივტივდა, ანუ მისი აზრით მე ესეთი გოგო ვარ? ანუ მისი აზრით ეს ყველაფერი ჩემი მოფიქრებულია? რა ამაზზრზენია, სსულელი ბიჭი, გონია რომ სამყარო მის ირგვლივ ბრუნავს. როგორ შეიძლება ეს დავიცვა? ჩემი ხელით მივუთრევ იმ მკვლელებს და სიამოვნებით ვუყურებ მის სიკვდილის.
საწყობში ჩავედი, მოტოციკლი გამოვიყვანე და დავქოქე.. ღმერთო როგორ მიყვარს ეს ხმა!
ვიგრძენი როგორ დამიარა ნაცნობმა სასიამოვნო გრძნობამ ძარღვებში
1...2...3
ადგილს მოვწყდი.
ნელ-ნელა სიჩქარეს ვუმატებ, ცივი ჰაერი სახეზე მეცემა და სუნთქვას მიკრავს, ჩემთვის ესეც სასიამოვნოა. არვიცი სად მივდივარ.. მთავარი ის არის რომ ამ ყველაფერს ვშორდები.
Flashback
სამი... ორი.. ერთი...
გავიგონე სასტვენის ხმა და ადგილს სწრაფად მოვწყდი, დანარჩენები უკან მარტივად ჩამოვიტოვე.. მეი, უჩვენე მათ ვინ არის აქ მთავარი! მკვეთრ მოსახვევში შევუხვიე. სამი წრეც და ცალბორბალა იწყება! მესამე მოსახვევში ვიყავი როცა ჯეი წამომეწია
- ბრბოლის შემდეგ შევხვდებით პატარავ! - თვალი ჩამიკრა და მოტოციკლეტს ცხვირი ააწევინა.
Flashback2
*სისხლი*
Flashback3
*კვამლი, სასწრაფოს სირენის ხმა,პოლიციის მანქანა*
Flashback4
*ვიღაც მკლავებზე მექაჩება და "ეშმაკის მოსახვევისკენ" მიმათრევს*
Flashback5
*ვერაფერს ვხედავ - მხოლოდ ვგრძნობ*
Flashback6
*ვგრძნობ სველ კოცნებს ყელის მიდამოში*
Flashback7
*ვიღაც მაისურზე მეჯაჯგურება, საბოლოოდ კი ხევს მას*
Flashback8
*გული მიმდის, მაგრამ ვიღაცის დარტყმა სახეში მაიძულებს რომ ისევ ფხიზლად ვიყო*
**კოცნები გრძელდება**
End Flashback
მოტოციკლის საჭეს ვეღარ ვიმორჩილებ, რის შედეგადაც ვარდნას ვანხორციელებ, მინიმუმ 3 ყირამალას ვაკეთებ . ადგომის თავი არმაქვს, ეს დასასრულია? სახეზე სისველეს ვგრძნობ. ვტირი?
- მეი! მეი? მეი! - ხმები შორიდან ისმის - ღმერთო ჩემო! მეი!
ვიღაცის შეხებას ვგრძნობ ,ესეც კი ზიზღს მგვრის.
- ჰეი! აქვარ! გესმის? ყველაფერი კარგად იქნება! - ვგრძნობ როგორ ავყავარ ვიღაცას ხელში.
ხმები მაინც შორიდან ისმის.
- მინჰოოო! - ყვირის "გადამრჩენელი"ყველაფერი ბნელდება.
YOU ARE READING
ჩემი პირადი მცველი? (დროებით შეწყვეტილია)
حركة (أكشن)"ტკვილის გარეშე, შევძლებდით კი, სიყვარული შეგვეგრძნო?!"