I hate the Hospital(მე მეზიზღება საავდმყოფო)

303 15 13
                                    

ნაწილი 8

დინის მხარე

მეზიზღება საავადმყოფო, აქ ყოველთვის დაკავებული ექიმები ირევიან, მეზიზღება აქაური სუნი, მეზიზღება ის ჭრიალა სკამი რომელიც ყველა მოძრაობაზე ჭრიალებს, მეზიზღება მიმღებში მომღიმარი ქალი, რომელიც გეუბნება რომ შენი ნათესავი ცუდად არის. კიდევ მეზიზღებიან ექიმები რომლებიც ამბობენ ჩვენ ყველაფერი ვიღონეთ მაგრამ... და აღარ ასრულებენ. შემზარავია მათი ყურება. კიდევ კარგი რომ ელისი ასეთი ექიმი არ არის, სხვებისგან განსხვავდება, მას ხომ არავინ არ მოუკლავს თავისი უყურადღებობით, მას ხომ არასოდეს არ არევია პრეპარატი და შემთხვევით ამით ადამიანი ხომ არ მოუკლავს...
მე ექიმები იმ დღიდან მეზიზღება როცა ჩემი მეგობარი მოკლეს, ჯეკი...
ჯეკი ძალიან თავისუფალი იყო. არ უყვარდა მანქანები, არ უყვარდა სიჩქარე და საერთოდ ის ყველასგან განსხვავდებოდა, ალბათ იმით რომ ყოველთვის უცნაურ ვარცხნილობას ატარებდა. მაგრამ ის მოკვდა. იმის გამო რომ მას მანქანა დაეჯახა, ექიმებმა კი არ უმკურნალეს, არა ის მოკლეს, ვითომ და მხოლოდ მოტეხილობა ყოფილიყო, მან თავი დაარტყა და სისხლჩაქცევა ქონდა, იმიტომ მოკვდა რომ არ უმკურნალეს, იმის გამო რომ უყურადღებოდ მოიქცნენ. ნუთუ რთული იქნებოდა ამის მკურნალიბა?! არ მინდა რომ კიდევ ერთი მეგობარი დავკარგო ექიმების გამო, არ მინდა რომ კიდევ ვიგრძნო ეს ტკივილი. ეს ძალიან რთულია, რთულია როცა იცი რომ ცივ მაგიდაზე შენი მეგობარი წევს...
და ისევ ამ საშინელ სკამზე ვზივარ და ველოდები როდის გამოვა ექიმი და იტყვის რომ ის კარგად არის.. მაგრამ ის არ გამოდის.. თითქოს უკვე საუკუნეა აქ ვზივარ მაგრამ ჯერ მარტო რამდენიმე საათია გასული, ნუთუ კიდევ დიდხანს გასტანს ეს წყეული ოპერაცია, ნუთუ ის ექიმი აღარ გამოვა...
* * *
ექთნები მთელი დროის მანძილზე დადიოდნე და თან სისხლის უზარმაზარ პაკეტებს დაატარებდნენ. დაღლილი სახეებით დადიოდნენ და ერმანეთს ფეხებში ედებოდნენ. ზოგი გამოდიოდა და უკან აღარ ბრუნდებოდა, ზოგი კი შედიოდა და აღარ გამოდიოდა, ყოველ გამოსულ ექთანს მეგობრები ეკითხებოდნენ ლულუს მდგომარეობის შესახებ ისინი კი არაფერს არ ამბობდნენ და მათ გვერძე ჩუმად და ცივად ჩაუვლიდნენ ექთნები. დრო თითქოს იწელებოდა და გასვლას არ აჩქარებდა.
* * *
რეი - ჯონათანი...

Rise of the angels (ქართული)Where stories live. Discover now