1| მე(განახლებული)

1K 47 2
                                    

მცხეთის ქუჩა, ეს ის ადგილია სადაც მე დავიბადე, ფეხი ავიდგი და მეგობრები გავიჩინე. სახლი დედაჩემს მანამდე ჰქონდა სანამ მამას გაიცნობდა. დედაჩემს ლიკა ქვია მამას ავთო, რომელიც სამწუხაროდ ჩვენგან შორსაა, ციხეში. ლიკას თუ დავუჯერებთ მამა ნარკოტიკის მიღების გამო დაიჭირეს როცა 8 წლის ვიყავი. მთავარი დამავიწყდა, მე ნუცა ვარ 15 წლის. საჯარო სკოლაში დავდივარ. ფულიც ცოტა გვაქ ოჯახში. მხოლოდ დედა მუშაობს ეგეც პატარა მაღაზიაში. მეგობრები ბევრი არ მყავს. მხოლოდ მაკუნას და გიოს ვემეგობრები რომელიც ჩემი მეზობელები არიან. მაკუნაზე შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი საუკეთესო მეგობარია. გიოს რაც შეეხება უფრო სხვა თვალით ვუყურებ. მისმა შავმა თმამ და მკაცრმა თვალებმა ბევრი გოგოს გული დაიპყრო, ასევე ჩემიც. გიოს ბავშვობიდან ვიცნობ. ერთად გავიზარდეთ და დედებიც ძალიან კარგად მეგობრობდნენ, მაგრამ ერთ დღეს ავტო კატასტროფის დროს გიოს დედ-მამა გარდაეცვალა, ამის შემდეგ კი ძალიან შეიცვალა, არ მელაპარაკება და ჩემგან თავი შორს უჭირავს, მაგრამ ამას ყურადღებას არ ვაქცევ, არ მინდა მის სივრცეში შევიჭრა. "ნუცი დე!" გვერდითა ოთახიდან ლიკამ დამიძახა. მეც გავედი და უზარმაზარი თეფში დამხვდა სადაც 3 სოსისი იდო. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. გაგიკვირდებათ, მაგრამ დღეში ერთი სოსისიც ჩვენთვის ბედნიერებაა. პატარა რკინის მაგიდას შემოვუსხედით. ცალკე სამზარეულო არ გვაქვს, მისაღებთან არის გაერთიანებული. ბინა 3 ოთახიანია 2 სველი წერტილით, მაგრამ რემონტი ბოლოს დედაჩემი რომ დაორსულდა მაშინ გაკეთდა.
-დეე, არ მომიყვები რამე ახალს?
-არაფერია ახალი რა უნდა მოგიყვე?
-სკოლაში როგორ მიდის საქმე? ისევ გესწერვებიან ბეკი და მისი "კამანდა"?- გაგიკვირდებათ, მაგრამ მე და დედაჩემს ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს, ყველაფერს ერთმანეთს ვუყვებით. რაც შეეხება ბეკის იგი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ლამაზი გოგოა ჩვენს სკოლაში და ასევე მგონი გიოს ახალი შეყვარებული. ერთ დროს 5 ბიჭს მოსწონდა ერთად, მაგრამ ყველას უარი უთხრა. სიმართლე თუ გაინტერესებთ ბეკი ლამაზი გოგოა თან საკმაოდ. ქერა თმიანი და ცისფერ თვალება, მგონი ესეთ გოგოზე ყველა ბიჭი ოცნებობს, მაგრამ მას ძალიან კარგად ვიცნობ. არ გეგონოთ რომ ვემეგობრები უბრალოდ ჩემნაირ უსუსურებს ძალიან ცუდად ექცევა.

დღეს საქმეც არ მაქ ბევრი, თან კვირაა და გაკვეთილები პარასკევს მოვითავე. გემრიელი საჭმლის მერე ტახტზე დავწექი და ფიქრებში დავიკარგე როცა კარებზე კაკუნი გავიგე. მაკუნას ველოდებოდი ამიტომ სასწრაფოდ წამოვდექი და კარები გავაღე. მაკუნას მაგივრად უცნობი კაცი დავინახე, რომელმაც ფურცელი მომცა სადაც გაზის გადასახადი ეწერა. უცებ დედაჩემის თხოვნა გამახსენდა, კარები გაზის კაცისთვის არ უნდა გამეღო. დედაჩემი ოთახიდან გამოვარდა ფურცელი დაინახა დამწუხრებული სახით შეტრიალდა და კარები ცხვირწინ მომიხურა. რათქმაუნდა ეს ყველაფერი ჩემ თავს დავაბრალე და სანამ ლიკას გამოსვლას ველოდებოდი, ბოდიშის მოსახდელათ მანამდე ფანჯრის რაფაზე დავჯექი და ეზოს მხარეს გავიხედე. იმ ხეს გავხედე სადაც გიო ზის ხოლმე. მართლაც რომ იქაა და მუსიკას უსმენს. გაგიმხელთ, მისმა სასწაულმა გარეგნობამ და გამომწვევმა სხეულმა მეც ძალიან მომხიბლა. ეს 10 წუთი ძალიან კარგად დამამახსოვრდა.
********
გამარჯობა!
ვიცი ცოტა მოკლეა, მაგრამ ეს ჯერ შესავალია. მთავარი შემდეგ ხდება! თუ მოგეწონათ აუცილებლად განაგრძეთ კითხვა♥️
💫თუ ახლები ხართ მხოლოდ ის თავები წაიკითხეთ რომელსაცგანახლებული" აწერია იმიტომ, რომ მინდა მოვლენები სხვანაირად განვავითარო!💫♥️

სკოლის ფურცელი(ნახლდება)Where stories live. Discover now