3| ჩუმი შიში(განახლებული)

490 38 0
                                    

გიოს გაეღვიძა. შევკრთი, არ მინდოდა ეფიქრა რომ ვუთვალთვალებდი და იმწამსვე ლაპარაკი დავიწყე.
-პრივეტ. მართლა ეხლა შემოვედი, დედაჩემი სახლში არ იყო და ვიფიქრე გიოს ავუვლი მეთქი, რამე ცუდი არ გეგონოს ან რო გითვალთვალებდი ან რამე ეგეთი სისულელე.
-დამშვიდდი.-თბილი ხმით მითხრა. ამ ხმამ ჩემში რაღაც უცნაური გრძნობა გამოიწვია, იმ წამს მეგონა, რომ უსაფრთხოდ ვიყავი, ყველაფერი თავიდან ამომივარდა.
-მშვიდად ვარ, უბრალოდ თან მაინტერესებდა დღეს სკოლაში რატომ არ იყავი.-ისევ სისულელე მიზეზი მოვიგონე, ხანდახან მინდა რომ ესეთ მომენტებში ტუჩები ერთმანეთს მიეკრონ და დებილობები აღარ ვილაპარაკო.
"ესე როდიდან ზრუნავ ჩემზე?"ამ კითხვამ გამაშესა, სახეზე მთლიანად გავთეთრდი, ვეღარ ვმოძრაობდი. "გეხუმრე დაჯექი" ისევ თბილად მითხრა. დავჯექი და ოთახის დათავრიელება დავიწყე სანამ გიო მაისურს იცმევდა. ლოგინი კუთხეში ედგა. კედლები ათასობით თინეიჯერული პოსტერებით იყო სავსე. გამახსენდა როგორ ვთამაშობდით მე და გიო ამ ოთახში სანამ დედაჩვენები მისაღებში საუბრობდნენ. როგორც ვიცი ხოლმე ისევ სისულელე კითხვა დავუსვი
-გიო... შენ და ბეკი ერთად ხართ?
-ვინ თქვა?
-უბრალოდ დღეს სკოლაში ბეკი გოგებს ელაპარაკებოდა თავის ახალ შეყვარებულზე, და ისე ექცევით ერთმანეთს ადვილი შესამჩნევია.
-ისე შენგან კარგი დეტექტივი გამოვა. კი, ერთად ვართ. რამე ხომ არ მოხდა?
-არა, რა სისულელეა ისე გკითხე.- შიგნიდან ვიმსხვრეოდი. როგორ შეიძლებოდა რომ გიოც დაბრმავებულიყო და ბეკი მოეწონებინა.

მაისური ჩაიცვა, ლეპტოპი აიღო, ლოგინზე დაჯდა და„Facebookში" შევიდა. გვერდით მივუჯექი და ჩემი „Iphone 6" ამოვიღე. ვიჯექი და რაღაც ზურგათან მერჭობოდა. ხელი ლოგინზე დავდე და შემთხვევით რაღაც ვიგრძენი. ავიღე და ფურცელი აღმოჩნდა. ჩუმად პატარაზე ამოვწიე ხელი და ფურცელელზე დაწერილი წერილის კითხვა დავიწყე.

 ჩუმად პატარაზე ამოვწიე ხელი და ფურცელელზე დაწერილი წერილის კითხვა დავიწყე

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.
სკოლის ფურცელი(ნახლდება)Where stories live. Discover now