6| გაწევრიანება(განახლებული)

378 33 2
                                    

ღამე არ მეძინა. დილით დედაჩემი ადრე წავიდა. მარტო დავრჩი. ავდექი და ქუჩაში გავედი. განტვირთვა მინდოდა, მაგრამ უაზრო ფიქრებს ვერ ვიშორებდი. „ლუკა პოლარეში" შევედი და დავჯექი. მაკუნას ველოდებოდი. მალევე მოვიდა.
-მოვედი. ბევრი ხომ არ გალოდინე?
-არა, შენთან სალაპარაკო მაქვს.
-რამე მოხდა?
-კი, გუშინ გიოს მივწერე „სკოლის ფურცელზე" და მითხრა ვიციო.
-და რა ეგ ყველამ იცის, მაგრამ მაინც ფრთხილად უნდა ვიყოთ.
-ფრთხილად ვარ. მე შენზე ვნერვიულობ. თუ გიო გაწერვიანებული იქნება „სფში" მაშინ ნიკაც იქნება. დამიჯერე!
-ნუცა, მან უბრალოდ მოგწერა, რომ იცოდა ამ „სფზე", საიდან დაასკვენი რომ აუცილებლად გაწერვიანბულია?!
-ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ყველაფერი ერთმანეთს ძალიან ემთხვევა. გიოს ის ფურცელი, მისი უცნაური ქცევები...
-მგონია ზედმეტად ბევრს ფიქრობ ამ თემაზე.
-მართალი ხარ.-ღრმად ამოვისუნთქე და ნაყინის ჭამა განვაგრძე.

დიდი ხანი ვლაპარაკობდით. როცა გამოვედით ქუჩაში ბეკი, ქეთი და ანი დავინახე. არ შევიმჩნიე, მაგრამ ჩუმად ვუყურებდი. მათ შავი მაისური და შავი შარვალი ეცვათ. უცნაურად მიდიოდნენ. გამიკვირდა, ისინი ხომ სულ ნათელ ფერებს იცვამენ. მაკუნა წინ მიდიოდა და ნიკაზე მელაპარაკებოდა. სახლისკენ დავიძარით. სახლში ავედი და ტელევიზორს ჩავუჯექი. შემთხვევით "იმედზე„ გადავრთე
"ყველას მოგესალმებით ეს არის ქრონიკაა 6 საათზე, დღეს 3 ბავშვი ლიბერთი ბანკში შევიდა და მაშხალები ააფეთქა. დაზიანებულია ორი პირი რომლებსაც ეს მაშხალები მოხვდა. პოლიციელები ამბობენ, რომ ეს ისევ იმ ბავშვებმა ჩაიდინეს რომლებიც „სკოლის ფურცელს" თამაშობენ."
გაოგნებული ვუყურებ და მეშინია. 3 ბავშვი? ანუ ბეკის, ქეთის და ანის გულისხმობენ?!
კარები გაიღო და მისაღებში ლიკა შემოვიდა.
-საყვარელო! აქ ხარ?-დაღლილი ხმით მკითხა დედამ.
-კი დედა აქ ვარ. მოგეხმარო?
-არა არ მინდა, რამე ახალი ამბები გაქვს ჩემთვის მოსაყოლი?
-ჯერჯერობით არა დეე.-მგონი პირველად მოვატყუე.
-ის გოგოები ხო მშვიდად არიან? კიდევ გიშლიან ნერვებს?
-ყველაფერი რიგზეა, არავინ მიშლის ნერვებს.
-კარგი, აბაზანაში შევალ.
-წყალი არ მოდის, შეწყდა და დღეს უნდა გადაგეხადა.
-ვაიმე! სულ დამავიწყდა. არაუშავს ხვალ გადავიხდი.
ხმა აღარ ამოვიღე და ოთახში შევედი. გაოგნებულმა იმწამსვე მაკუნას დავურეკე და ყველაფერი მოვუყევი. არ სჯეროდა, ბოლოს დავაჯერე. მგონი იყო დრო, რომ გავწერვიანებულიყავი „სფში". რათქმაუნდა მაკუნას არ ვუთხარი ამ იდეის შესახებ. ლეპტოპი ავიღე და „Facebook-ში" შევედი. მაინტერესებს როგორი საშიშია ეს თამაში. ვიცი რომ სისულელეს ვაკეთებ, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს. ჯობია ამდენ ნერვიულობას ჩქარა დავასრულო ყველაფერი და ჩემს უაზრო კითხვაზე პასუხი გავცე.

**************
პრივეტ!🔥
დაავოუთეთ
💫თუ ახლები ხართ მხოლოდ ის თავები წაიკითხეთ რომელსაცგანახლებული" აწერია იმიტომ, რომ მინდა მოვლენები სხვანაირად განვავითარო!💫♥️

სკოლის ფურცელი(ნახლდება)Where stories live. Discover now