7| შეტყობინება(განახლებული)

356 34 3
                                    

"Facebook"-ში შევედი. ვიცოდი რომ სკოლის ფურცელს თავიანთი გვერდი ჰქონდათ. გაგიკვირდებათ მაგრამ ამ გვერდზე რომ შევედი მხოლოდ კომპიუტერული თამაშების ფოტოები იდო. დიდი ხანი ვეძებდი, მაგრამ ბოლოს ის აღმოვაჩინე რაც მინდოდა. ერთ-ერთ ფოტოზე ბმული იყო რომელსაც „სფ" ეწერა. დავაკლიკე. ეკრანზე დიდად დაეწერა „თქვენ გაუგზავნეთ მეგობრობის მოთხოვმა სფ-ს". გაოცებული ვუყურებდი ეკრანს. აი თურმე რატომ ვერ პოულობს ვერავინ მათ გვერდს. ეხლა მხოლოდ მეგობრობის დადასტურება მჭირდებოდა. უცებ სადარბაზოდან ხმები შემომესმა. საწოლიდან წამოვხტი. საკმაოდ გვიანი იყო. ჭუჭრუტანაში გავიხედე და უცნობები დავინახე. როგორ ჩანდა ჩვენს პირდაპირ მყოფ ბინას ქირაობდნენ. სადარბაზოში შუქი ჩაქვრა. მეც ოთახში შევედი და დავიძინე.

დილის 9:00 საათზე კაკუნი გავიგე. დედაჩემმა კარები გააღო. კარებთან უცხო ქალი იდგა.
-გამარჯობა, მე თქვენი ახალი მეზობელი ვარ, ნანა. მეზობლების გაცნობა მინდოდა.
-გამარჯობა. მობრძანდით.-თავაზიანად მიმართა ლიკამ.
-არა, იყოს გმადლობთ. დღეს მინდა ჩემთან შემოხვიდეთ, კარგად რომ გავიცნოთ ერთმანეთი. თან მე შვილიც მყავს 16 წლის ბიჭი. როგორც ვხედავ თქვენ გყავთ ქალიშვილი. რამდენი წლისაა?
ამ კითხვაზე მეთვითონ გავეცი პასუხი.
-15-ის ვარ და მალე 16-ის ვხდები.
-ძალიან კარგი, იქნებ შენ და ჩემი ბიჭი დამეგობრდეთ. კარგი საღამოს 10:00 საათზე გელოდებით.-გაგვიღიმა და სახლში შევიდა. კარები დავხურეთ.

საღამოს 9:00 საათზე დედაჩემმა კარადიდან ბებიაჩემის კაბა გამოიღო და გაწმენდა დაიწყო. მეც შევედი ოთახში და უჯრა გამოვაღე. მაკუნას ნაჩუქარი თეთრი კაბა ავიღე და ჩავიცვი. ძალიან მინდა იმ ბიჭის გაცნობა. იქნებ გიოც იყოს?! თავლებში ნამდვილად ვერ შევხედავ! ვფორიაქობდი.

11:30-ზე სადარბაზოში გავედით და ახალი მეზობლის კარზე დავაკაკუნეთ. კარი სიმპატიურმა, ქერა თმიანმა და ცისფერ თვალება ბიჭმა გაგვიღო. ხმა არ ამოუღია და ჟესტებით გვანიშნა შემოდითო. სახლი დიდი იყო. ბიჭმა ოთახში შემიყვანა. როცა შევედით ის პუფზე დაჯდა და პლანშეტი აიღო. ოთახში შესვლისთანავე მაკუნა შემომეგება.
-მოხვედი! ძლივს! ამდენი ხანი რას აკეთებდი?
-ვემზადებოდი. ათზეო, მხოლოდ ნახევარი საათით დამაგვიანდა მოსვლა.
გიოც მალე მოვიდა. ყველანი ჩუმათ ვიჯექით. უცებ მაკუნამ წამოიყვირა.
-არ გინდათ სიმართლე თუ მოქმედება ვითამაშოთ?
ყველა დავთანხმდით და ბოთლი დავატრიალეთ. ჯერაც არ ვიცოდი იმ ბიჭს რა ერქვა. არც მაკუნამ იცოდა.
-გიო ეკოთხებაა.-იმ ბიჭზე ამოვიდა. როგორც ვახსენე სახელი მისი ჯერ კიდევ არ ვიცოდით და მაკუნამ ჟესტებით ანიშნა.
-ტომი მქვია.-სერიოზული სახით გვითხრა.
-ტომ, ქარველი არ ხარ?
-ნახევრად, ამერიკაში დავიბადე. მამა ამერიკელი მყავს, დედა კი ქართველი.
-ვაა მაგარია ბრატ.-ხელი გადახვია გიომ.
2 საათი გავიდა. უცებ მესიჯი მომივიდა. ტელეფონს დავხედე და წავიკითხე.
********************************************
„სფ-ისგან" მეგობრობის დადასტურება.
*****************
პრივეტ!🔥
დაავოუთეთ
💫თუ ახლები ხართ მხოლოდ ის თავები წაიკითხეთ რომელსაცგანახლებული" აწერია იმიტომ, რომ მინდა მოვლენები სხვანაირად განვავითარო!💫♥️

სკოლის ფურცელი(ნახლდება)Where stories live. Discover now